მთავარი მსოფლიო პენსილვანიის სასამართლო რესპუბლიკელების რამდენიმე სარჩელს განიხილავს

პენსილვანიის სასამართლო რესპუბლიკელების რამდენიმე სარჩელს განიხილავს

პენსილვანიის სასამართლო რესპუბლიკური პარტიის მიერ საარჩევნო ბიულეტენების თაობაზე შეტანილ რამდენიმე სარჩელს განიხილავს. მოსარჩელე მხარე ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლას ითხოვს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ბიულეტენის გაუქმებაზეასაუბარი.

დემოკრატები  რესპუბლიკელ სენატორებს მოუწოდებენ, რომ არჩევნების შედეგები აღიარონ და ხელი შეუწყონ დემოკრატიის განვითარებას.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის განცხადებით, სასამართლო დავის ნაცვლად, უმჯობესია ამერიკელი ხალხის ჯანმრთელობასთან და ეკონომიკურ კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებს მიხედონ

სენატის უმცირესობის წევრი, დემოკრატი ჩაკ შუმერი რესპუბლიკელებს მოუწოდებს, აღიარონ არჩევნების შედეგები:

,,პრეზიდენტმა ტრამპმა წააგო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება, კამალა ჰარისი კი ვიცე-პრეზიდენტი. რესპუბლიკელ სენატორებს ვეტყოდი, რომ აღიარონ არჩევნების შედეგები და  ჩრდილს განზრახ ნუ აყენებენ დემოკრატიულ პროცესს. უმჯობესია, კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებზე იფიქრონ”.

არჩევნების შემდეგ დონალდ ტრამპი პირველად საზოგადოებაში ვეტერანები დღეს გამოჩნდა. ვეტერანებისთვის პატივის მისაგებად ტრამპი არლინგტონის სასაფლაოს 10 წუთით ეწვია. თუმცა მანამდე ტრამპმა რამდენიმე ტვიტი გამოაქვეყნა, რომლებშიც არჩევნების გაყალბებული შედეგები და ხმის დამთვლელი კომისიის თანამშრომელი გააკრიტიკა.

უახლესი

სხვა ამბები