მთავარიმსოფლიოდონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს ისევ არ აღიარებს

დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს ისევ არ აღიარებს

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დონალდ ტრამპი საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება, რაც მისთვის უჩვეულოა. ის არჩევნების შედეგებს ისევ არ აღიარებს. დონალდ ტრამპმა გენერალურ პროკურორს დაავალა გამოიძიოს, ხომ არ გაყალბდა არჩევნები.

ტვიტერზე კი ტრამპი კვლავ აქტიურია და ამტკიცებს, რომ ვისკონსინისა და ჯორჯიას შტატებში იგებს. იგი მთავრობის წარმომადგენლებსაც უშლის ხელს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გუნდთან ითანამშრომლონ.

რესპუბლიკელების ლიდერები დონალდ ტრამპს არჩევნების შედეგების აღიარებას არ აიძულებენ. როგორც რესპუბლიკელი სენატორი მიჩ მაკკონელი ამბობს, პრეზიდენტს სრული უფლება აქვს, ყველა შესაძლო დარღვევა განიხილოს.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა ბიულეტენი დათვლილი უნდა იყოს, გარდა ყალბი ბიულეტენებისა. შესაბამისად, პრეზიდენტ ტრამპს უფლება აქვს, ყველა შესაძლო დარღვევაზე გაამახვილოს ყურადღება,“– განაცხადა მიჩ მაკკონელმა.

ამასობაში ჯო ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა იმ ექსპერტთა შეკრება დაიწყეს, რომლებიც პანდემიის შეჩერებაზე იმუშავებენ.

ჯო ბაიდენი თვლის, რომ არჩევნები დასრულდა.

„ეს არჩევნები დასრულდა. დროა, ერთმანეთის დემონიზების რიტორიკა დამთავრდეს. დროა, შეწყდეს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის გადადგმული ისეთი ნაბიჯების პოლიტიზება, როგორებიცაა პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია,“-განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ოფიციალურად დამარცხებას არ აღიარებს, ის თეთრ სახლს ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend