დენისი 67 წლისაა და საკმაოდ ხალისიანდ ცხოვრობს. რამდენიმე უბედური შემთხვევის მიუხედავად, მას წინანდებურად უყვარს მოგზაურობა, ხელოვნება და დაინტერესებულია სხვადასხვა ხელობით. თუმცა ახლა ფიქრობს, რომ ასაკში შესვლასთან ერთად უარესდება მხედველობა და იკარგება კონსცენტრაციის უნარი. ამის გამო დენისს სურას, ვინმე გვერდით გამუდმებით ედგეს.
ესპანეთში პანდემიის დროს მკვეთრად გაიზარდა იმ მომვლელთა დასაქმება, ვინც მოხუცებზე სახლში ზრუნავს. ამის მთავარი მიზეზი მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსით 21 000 ადამიანის გარდაცვალება გახდა, რაც ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობის 60%-ია.
დენისისსაც ურჩევნია, სახლში დარჩეს და მომვლელი ჰყავდეს, რადგან თავს შინ უკეთ გრძნობს: სახლთან უამრავი მოგონება აკავშირებს, თანაც აქ მისთვის უფრო მშვიდი და ნაცნობი გარემოა.
უკანასკნელი 3 წლის განმავლობში კრისტინა დენისის ყველაზე სანდო საყრდენია. იგი დენისს ყოველმხრივ ეხმარება და ხელს უწყობს.
მოთხოვნა კომპანიებზე, რომლებიც მოხუცებს მომვლელის მომსახურებას სთავაზობენ, 20-დან 40%-ამდე გაიზარდა. მოგება წინა წლებთან შედარებით გაორმაგებულია. ამის მიზეზი პანდემიის დროს მოხუცთა თავშესაფრების არასწორი მართვა გახდა. თუმცა სხვა მიზეზებიც არსებობს – ესპანელების 80%-ზე მეტს მომვლელებთან ერთად სახლში ურჩევნია ყოფნა.