მთავარი მთავარი ამბავი ოპოზიცია არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებს - ფოტორეპორტაჟი

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებს – ფოტორეპორტაჟი

ავტორი: ალეკო გვეტაძე

ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე

ქართული ოპოზიციური პარტიები არჩრევნების შედეგებს ერთსულოვნად  უცხადებენ ბოიკოტს. ოპოზიცია ხელისუფლებას, ცესკოს შემადგენლობის შეცვლასა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას სთხოვს.

ბოიკოტს ურეთდება ყველა ოპოზიციური პარტია – ისინიც, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს და ისინიც, რომლებიც პარლამენტის გარეთ დარჩნენ. დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიას ყველა პარტია დაესწრო „პატრიოტთა ალიანსის გარდა. თუმცა ეს უკანასკნელი შეთანხმებას ხელს ცალკე მოაწერს.

ისტორიული და უპრეცედენტო შეთანხმება – ასე შეაფასეს სრულიად ქართული ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებმა 2020 წლის 3 ნოემბრის შეთანხმება, რომლის თანახმადაც, პარტიებმა რიგგარეშე არჩევნები მოითხოვეს. იმ პარტიებმა, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, საპარლამენტო მანდატებსა და მეორე ტურში მონაწილეობაზე ოფიციალური უარი განაცხადეს.

საგანგებო შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნამდე პროცესებს ერთად გაუძღვებიან. სამართლებრივი ბრძოლის გარდა, ოპოზიციონერები ქუჩის აქციებსაც გეგმავენ.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend