ყავის ან ლუდის დალევის ბოლო შანსი, გერმანია იმ ქვეყნების სიას უერთდება, რომლებიც კარანტინის დაწესებით ცდილობენ კორონავირუსის გავრცელების შეჩერებას.
გერმანიაში, ქვეყანას 4 კვირით ნაწილობრივ ჩაკეტავენ. მრავალრიცხოვანი შეზღუდვები ბარებისა და პაბების დახურვას გულისხმობს. რესტორნებიდან კი მომხმარებელს საკვების მხოლოდ სახლში წაღება შეეძლება.
ადგილობრივები გაგებით ეკიდებიან შექმნილ ვითარებას, და აცხადებენ რომ ახალი შეზღუდევბი აუცილებელია რომ ქვეყენამ დაამარცხოს კორონავირუსი.
გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ ახალი შეზღუდვები ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით დაწესდა.
ბელგიაშიც, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მძიმედ დაზარალდა, ასევე იკეტება ბიზნესები. დაიკეტა საცალო სავაჭრო ობიექტები და შეიზღუდა ის ღონისძიებები, რომლებიც მომხარაბელთან ახლო კონტაქტს მოითხოვდა.
ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 77%-თ გაიზარდა.
საფრანგეთში უკვე დაიწყო მეორე მასობრივი კარანტინი, თუმცა სირთულეები ახლავს შეზღუდვების დაწესებას. არაპირველადი მოხმარების მცირე ბიზნესების წარმომადგენელთა საჩივრების საფუძველზე პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა სუპერმარკეტებსაც მოუწოდა, გარკვეული პროდუქტების დახლები დაეხურათ.
ინგლისიც კარანტინისთვის ემზადება. როგორც მთავრობა აცხადებს, შესაძლოა, ეს შეზღუდვები 2 დეკემბრამდე გაგრძელდეს.