მთავარი COVID-19 შეზღუდვები და პროტესტი ევროპაში

შეზღუდვები და პროტესტი ევროპაში

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებულმა კარანტინმა ევროპის ქვეყნებში არა ერთი პროტესტი გამოიწვია. ეკონომიკური სირთულეების შიშმა ბევრი აიძულა, ქუჩაში გამოსულიყო.

იტალიაში რესტორენებისა და ბარების მფლობელები  მორიგ შეზღუდვებს ელოდებიან და მთავრობისგან დამატებით დახმარებას მოითხოვენ. პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ დაიხურება სავაჭრო ცენტრები და, სავარაუდოდ, ღამით კომენდანტის საათიც დაწესდება. მისი ვარაუდით, ეს ნაბიჯი 50%-ით შეამცირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას.

შვეიცარიაში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. მთავრობა ცდილობს, მიიღოს ზომები, რომ ჯანდაცვის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ქვეყნის მასშტაბით  სავალდებულოა პირბადის ტარება. ასევე ნაწილობრივ ჩაიკეტა ჟენევის რაიონი.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მხარი დაუჭირა მთავრობის გადაწყვეტილებას 4 კვირით რესტორნების, ბარების სავარჯიშო დარბაზებისა და სხვა დაწესებულებების დახურვასთან დაკავშირებით.

გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ მნიშველოვანია ხალხმა პირადი პასუხისმგებლობა იგრძნოს.

კორონავირუსის შეთხვევათა რაოდენობა იზრდება პოლონეთშიც. მომიტინგეები აცხადებენ, რომ მთავრობა საკმარისს არ აკეთებს სამხატვრო სექტორის დასაცავად. მათ კულტურის სამინიტროს წინ ბანერები გამოფინეს წარწერებით: „მიეცი საშუალება კულტურას, იცოცხლოს“.

უახლესი

სხვა ამბები

კრიზისი სომხეთში