მთავარიმსოფლიომიწისძვრა ეგეოსის ზღვაში — გარდაცვლილია 4 ადამიანი, 150-ზე მეტი კი დაშავდა

მიწისძვრა ეგეოსის ზღვაში — გარდაცვლილია 4 ადამიანი, 150-ზე მეტი კი დაშავდა

თურქეთის დასავლეთ სანაპიროსა და საბერძნეთის კუნძულ სამოსს შორის 6,6-მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჯა ტვიტერზე წერს, რომ იზმირში თურქეთის 4 მოქალაქე დაიღუპა.

თურქეთის კატასტროფისა და საგანგებო მდგომარეობის მართვის სააგენტოს მიხედვით, დაშავებულია 152 ადამიანი. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს იზმირში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაღებული დატბორილი ქუჩები.

თურქული მედიის ცნობით, მიწისძვრა ეგეოსისა და მარმარილოს ზღვის რეგიონშიც იგრძნობოდა, სადაც ქალაქი სტამბოლი მდებარეობს. სტამბოლის მერის განცხადებით, ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ბიძგები საბერძნეთის დედაქალაქ ათენსა და აღმოსავლეთ კუნძულებზეც იგრძნობოდა.

“თანავუგრძნობ საბერძნეთსა და თურქეთს. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და მზად ვართ, ყოველმხრივ დავეხმაროთ”, — წერს ტვიტერზე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend