მთავარი გადაცემები კუბი ნიცაში თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ნიცაში თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ერთ გარდაცვლილს თავი აქვს მოკვეთილი, არიან დაჭრილებიც. პოლიციამ თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება ტერორიზმის მუხლითაა დაწყებული. შეტევა ადგილობრივი დროით 10 საათზე მოხდა.

“მე შოკირებული ვარ ნიცაში, ეკლესიაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის გამო. ჩემი ფიქრები დაღუპულთა და დაჭრილთა ახლობლებთანაა. გერმანია სოლიდარობას უცხადებს ფრანგ ერს ამ რთულ პერიოდში”, — განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

საფრანგეთის პრემიერ მინისტრის მიხედვით, უსაფრთხოების ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით მაქსიმალურადა გამკაცრდა. ნიცაში გაურკვეველი ვადით დაიკეტა ყველა ეკლესია.

ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც, რომელმაც თავდასხმა დაგმო და საფრანგეთს ნატოს სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა.

ნიცის ტრაგედია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა.

“ჩემი ფიქრები ფრანგი ხალხის გვერდითაა. მე ვგმობ ამ სიძულვილის აქტს. ვლოცულობ დაღუპულთათვის და მათთვის, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა”, — წერს პრეზიდენტი.

საფრანგეთის პარლამენტში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს თავდასხმის შედეგად დაღუპულ ადამიანებს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend