აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) კოვიდინფიცირებული პაციენტების საავადმყოფოებში სამკურნალოდ ანტივირუსული პრეპარატი „რემდესივირი” ოფიციალურად დაამტკიცა.
მარეგულირებელ ორგანოში განმარტავენ, რომ „რემდესივირზე“ ჩატარდა კლინიკური გამოკვლევა. კვლევის თანახმად, პრეპარატის გამოყენებამ გამოჯანმრთელების საშუალო დრო ხუთ დღემდე შეამცირა.
Today, we gave the first FDA approval for a #COVID19 treatment. The drug was approved for adults and children ages 12 and older for the treatment of #COVID19 requiring hospitalization. https://t.co/4qSSX0H5yP pic.twitter.com/TUdqdGC4xO
— U.S. FDA (@US_FDA) October 22, 2020
აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის კომისარი სტივენ ჰანი აღნიშნავს, რომ ეს დასკვნა მრავალი კლინიკური შემოწმების შემდეგ მიიღეს.
ამერიკის მარეგულირებელმა ორგანომ კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირი“ გადაუდებელი შემთხვევებისთვის მაისში დაამტკიცა. ამ პრეპარატს მხოლოდ კრიტიკულად მძიმე პაციენტებს უნიშნავდნენ.
აღსანიშნავია, რომ სწორედ „რემდესივირით“ უმკურნალეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც კორონავირუსისგან უკვე განიკურნა.
პრეპარატის მწარმოებელი კომპანია „გილეადის“ წარმომადგენლებმა ტვიტერზე განმარტეს, რომ ეს წამალი რეკომენდებულია 12 წელზე უფროსი ასაკის იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ და მისი გამოყენება მხოლოდ სტაციონარულ პირობებშია დაშვებული.
Today, we officially welcome Immunomedics to our team. Learn more about our shared goal of accelerating progress to help people living with #cancer https://t.co/pTwKlHdftr pic.twitter.com/xBV0LwWDpy
— Gilead Sciences (@GileadSciences) October 23, 2020
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდპაციენტების მკურნალობის 4 მეთოდი შეამოწმა. ერთ-ერთი მათგანი „რემდესივირით“ მკურნალობა იყო. საერთო ჯამში, მსოფლიოს 30 ქვეყანაში ოთხი სხვადასხვა წამალი 11 266 ზრდასრულ პაციენტზე გამოსცადეს.
საქართველოში „რემდესივირის“ შემოტანასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები. თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, „რემდესივირი“ ქვეყანაში მხოლოდ საერთაშორისო კვლევის ფარგლებში შემოვა და ის არ გაიყიდება.
მკურნალობის 4 სხვადასხვა მეთოდთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მხოლოდ წინასწარი დასკვნები არსებობს. პრეპარატმა ჯერ რეცენზირების ეტაპი უნდა გაიაროს. თუმცა, წინასწარი შედეგებით, ვერც სიკვდილიანობის რაოდენობა და ვერც საავადმყოფოში გატარებული დროის ხანგრძლივობა ვერც ერთმა მეთოდამ ვერ შეამცირა.