მთავარიCOVID-19პანდემია და დასაქმება

პანდემია და დასაქმება

 

ავტორი: ანა ალელიშვილი

პანდემიამ საქართველოში 161 ათასი ადამიანი უმუშევარი დატოვა. სახელმწიფოს დასაქმების სააგენტო მზადაა, უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას ხელი შეუწყოს. ჯერჯერობით, უმუშევრად დარჩენილები სახელმწიფოს  6 თვიანი კომპენსაციის პროგრამის ფრაგლებში  თვეში 200 ლარიან შემწობას იღებენ. თუმცა წლის ბოლოს ეს დახმარებაც შეწყდება. ამის მერე რა იქნება – გაურკვეველია.

დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, მაისიდან სექტემბრის ჩათვლით უმუშევრად დარჩენილებზე კომპენსაციის სახით სულ 106 288 400 ლარი გაიცა და დახმარება 161 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო. 200-ლარიანი კომპენსაცია ექვსი თვის განმავლობაში იმ ადამიანებს ეკუთვნით,  რომლებიც  2020 წლის პირველი სამი თვიდან ერთი თვე მაინც ანაზღაურებად სამსახურში იყვნენ დასაქმებული და ხელფასი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ.

ქეთი ბექაური ერთ-ერთია იმ 161 ათასი ბენეფიციარიდან, ვინც პანდემიის დროს სამსახური დაკარგა და სახელმწიფოს შემწეობის იმედად დარჩა.  ის კომპანია, სადაც ქეთი მუშაობდა, სექტემბერში აპირებდა მუშაობის განახლებას, თუმცა კორონავირუსის მეორე ტალღის გამო, გეგმა ჩაიშალა.

„17 მარტს გავიგეთ, რომ ჩვენი ობიექტი იკეტებოდა. უფროსმა გვითხრა, რომ გაყიდვებიდან შემოსავალი ძალიან დაბალი იყო, ფაქტობრივად, ვერაფერს ვერ ვყიდდით,  ამის გამო ობიექტის დახურვა გადაწყვიტა“, – ამბობს სტუდენტი ქეთი ბექაური.

ქეთი ფიქრობს, რომ 200 ლარიანი კომპენსაცია გამოსავალი არ არის, რადგან ამის გამო სამსახურის პოვნა უფრო გართულდა.

„პირველად რომ გავაგზავნეთ მოთხოვნა, პასუხი უარყოფითი იყო. როდესაც დახმარების მეორე ეტაპი გამოცხადდა, მოთხოვნა  თავიდან გავაგზავნეთ. დავურთეთ ხელწერილი, რომელსაც უფროსი აწერდა ხელს და ადასტურებდა, რომ ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი. მხოლოდ ამის შემდეგ დამერიცხა ორასლარიანი დახმარება“, – ამბობს ქეთი ბექაური.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილის ნინო ველთაურის განმარტებით, ვინც თავიდანვე ჩაერთო პროცესში, სახელმწიფოს კომპენსაციას  ოქტომბრის შემდეგ აღარ აიღებს. ის ხალხი, ვინც შედარებით გვიან შეუერთდა საკომპენსაციო სისტემას, დახმარებას ნოემბერსა და დეკემბერშიც მიიღებენ.

„ნოემბერსა და დეკემბერში იმ ადამიანებს ჩაერიცხებათ თანხა, რომლებიც შედარებით გვიან შემოუერთდნენ ამ საკომპენსაციო სისტემას. დადგენილებაში შევიდა დაზუსტებები და კომპენსაციის მიმღებ პირთა ჯგუფებიც დაზუსტდა. მათ დაემატნენ ის ადამიანებიც, რომლებიც 2019 წელს სეზონურად იყვნენ დასაქმებული და შემოსავლის გარეშე დარჩნენ“, – განაცხადა ნინო ველთაურმა.

დასაქმების სააგენტო სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას  შეუწყოს ხელი. თუმცა ჯერჯერობით, კომპენსაციის გარდა სახელწმიფოს უმუშევართა დახმარების კონკრეტული პროგრამა ან სტარეტგია არ წარმოუდგენია.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend