მთავარიბიზნესიაშშ-ის მთავრობა Google-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიურ გამოძიებას იწყებს

აშშ-ის მთავრობა Google-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიურ გამოძიებას იწყებს

21 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა გუგლის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყო. დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, Google საძიებო სისტემების ბაზარზე უპრეცედენტო ძალაუფლებას ფლობს.

“დღეს, ინტერნეტსა და ონლაინ პლატფორმებზე მილიონობით ამერიკელია დამოკიდებული. ამ სფეროში კონკურენცია კრიტიკულად აუცილებელია.ამიტომ, Google-ის დარღვევების გამო საქმის აღძვრა უპრეცედენტო მნიშვნელობისაა როგორც იუსტიციის დეპარტამენტისთვის, ისე ამერიკელი ხალხისთვის”, — წერია იუსტიციის დეპარტამენტის ტვიტში.

გამოძიებას გამოეხმაურა სენატორი ჯოშ ჰოულიც, რომელმაც განაცხადა, რომ გამოძიების დაწყება მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

ჯოშ ჰოული: “ეს თაობის ყველაზე მნიშვნელოვანი ანტიმონოპოლიური გამოძიებაა. Google-ს და სხვა მონოპოლისტ ტექგიგანტებს ამერიკელი ხალხის ცხოვრებაზე უზარმაზარი გავლენა აქვთ, ისინი აკონტროლებენ სიახლეებს, რომლებსაც ჩვენ ვკითხულობთ და მათ ხელშია ჩვენი პირადი ინფორმაციაც.”

კომპანია Google კი ბრალდებებს არ ეთანხმება და თვლის, რომ საძიებო სისტემების ბაზარზე მათი ლიდერობა მომხმარებლების არჩევანია.

“იუსტიციის სამინისტროს მიერ დაწყებული გამოძიება მცდარ გზაზე დგას და მომხმარებლებს მხოლოდ ხელს უშლის. ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს ტელეფონებზე ფასების მატება, გაურთულოს ადამიანებს იმ სერვისების მიღება, რომლებიც მათ სურთ და ხელი შეუწყოს დაბალი ხარისხის საძიებო სისტემებს”, — ვკითხულობთ Google-ის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend