მთავარიკუბისოციალურ ქსელში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში საქართველოს ჩარევის შესახებ ყალბი ცნობები ვრცელდება

სოციალურ ქსელში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში საქართველოს ჩარევის შესახებ ყალბი ცნობები ვრცელდება

იარაღის გადაზიდვა, ფერადი დროშები, სირიელი მებრძოლები – მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დაწყების შემდეგ საქართველოს შესახებ სოციალურ ქსელში დეზინფორმაცია  ვრცელდება.

მსოფლიოს ცხელ წერტილებში მიმდინარე კონფლიქტების შესახებ სოციალურ ქსელში ხშირად გადაუმოწმებელი ან არასრული ინფორმაცია ვრცელდება, რასაც მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.

ასე მოხდა რამდენჯერმე მას შემდეგ, რაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ისევ განახლდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ერევა ამ კონფლიქტში საქართველო. ეს ინფორმაცია სხვადასხვა საჯარო უწყებამ არაერთხელ უარყო.

ერთ-ერთი ცრუ ინფორმაცია, რომელიც ფეისბუკსა და ტვიტერზე ვრცელდებოდა, იყო ვიდეოკადრები. დაუდგენელი წყაროების მიხედვით, სატვირთო მანქანებს თურქეთიდან აზერბაიჯანში იარაღი საქართველოს გავლით გადააქვთ.

https://www.facebook.com/david.mzikyan/posts/3243320919090406

 

 

ინფორმაცია ფაქტების გადამმოწმებლებმა გამოიკვლიეს და მისი სიყალბე დაადასტურეს. ამ ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩოც გამოეხმაურა:

„გაცნობებთ, რომ ბორჯომში გადაღებული ვიდეო, რომელშიც თითქოს ჩანს სატვირთო მანქანები და აზერბაიჯანში იარაღი გადააქვთ, არ შეესაბამება სიმართლეს“, – განცხადება საელჩომ თავის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე განათავსა.

https://www.facebook.com/ArmEmbGeorgia/posts/1838162716326329?__xts__[0]=68.ARAu_tWRjuSgonunZXuPJ8s4OOFXgUlH-iAYMQcp2YLFValuR_h5V9QScXoLMUKeVnBWjsslbHGoSFdhZhjdMgvbkRrWavrYBFFvd2D8EtWwe3Cwn5O8Qy0pUmGTMpPYfFfE8RraI3Eqj1cf-b2-gRVVMFrh7HEHBm1o-c1D3rykmoYm3hgGxQ6dtLalgL2FEsIcIBD19nWDpxXExsbJcEP3eujY6Oi5cxwa2rjegz5s4fGX5uWjCAHQAboh6M46GmrwtC-DsKm0dsac_skTrHjaes_MFbBO80h7OQnbLERbAiSk5wLVBY3hW3PUmc5AsLaDOczxd0XpQieCgxRCCdA&__tn__=-R)

30 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში  რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე კიდევ ერთი დეზინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარდასაჭერად თბილისის სატელევიზიო ანძა და „მშვიდობის ხიდი“ აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა.

https://www.facebook.com/bakuws/posts/3336685643053138?__xts__[0]=68.ARDLrAyAQ-gnMIIWBKn46j4uQJqUYwNfQD-iCU09NpTMwCUUt8AWZqNvQMzR0YVo5A-2DmHKVOG-AMMD1Z2InVYt31klJWCC8jzj-kWqzvDul_ngd-YHFG2oT0FLHnMQO0H_VOlwMHwsl-Y6NRlLwD2wcFQE2l18b_ISq_8yp3QhXWcqKdRukYDAIza36A0zZfFtWonxhQbEWDXGhuC45_ol2OO5SensRy7j3lxMDzFqdYF98PSSrV94GNyvm84lg1y5KyywvQZxZMbvtckmog2SseEQHwnZqfXO6H3DqDG_dUqDm8W6wgh1HgWPWs9KACFKVu22aPruVuzMTufsPa1SzA&__tn__=-R

გავრცელებული ფოტო სინამდვილეში აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს – 28 მაისსაა გადაღებული. საქართველომ მეზობელ სახელმწიფოს ეს მნიშვნელოვანი თარიღი მეგობრულად მიულოცა.

„კონფლიქტის განახლებისთანავე დეზინფორმაციები სხვადასხვა მიმართულებით ვრცელდებოდა. მაგალითად, ერთ-ერთი წყაროს მიზანი იყო, საქართველო კონფლიქტის რომელიმე მხარის მხარდამჭერად და მიკერძოებულად წარმოეჩინა“, – აღნიშნავს ევრონიუს ჯორჯიასთან საუბარში მკვლევარი მარიამ წიწიკაშვილი.

მისი განმარტებით, ამჟამინდელ ვითარებაში რთულია ფაქტების გადამოწმება. ამიტომ მარიამ წიწიკაშვილი საზოგადოებას ურჩევს, პირველ რიგში, კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციას გაეცნოს.

„მთავარი რეცეპტი არის ის, რომ არ ვენდოთ მარტივად გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ არსებობენ ადამიანები, ადამიანთა ჯგუფები და სახელმწიფოები, პირველ რიგში, კი რუსეთი, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ ჩვენს სიცრუეში შეყვანას“, – ამბობს მკვლევარი.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს განახლდა. საბრძოლო მოქმედებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახლაც მიმდინარეობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend