მთავარიევროპავატიკანივატიკანში წმინდა პეტრეს ბაზილიკის ბალდახინის სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო

ვატიკანში წმინდა პეტრეს ბაზილიკის ბალდახინის სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო

ვატიკანში წმინდა პეტრეს ბაზილიკის მონუმენტური ბალდახინის რესტავრაცია დაიწყო. აღდგენითი სამუშაოები, რომელიც ერთი წელი გაგრძელდება, დაახლოებით 700 000 ევრო ჯდება. 250 წლის განმავლობაში 10-სართულიანი სიმაღლის ბალდახინს რესტავრაციისა და კონსერვაციის სამუშაოები პირველად ჩაუტარდება.

მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ ხარაჩოებია განლაგებული, მთელი წლის განმავლობაში ლიტურგია აღდგენითი სამუშაოების შეფერხების გარეშე   შესრულდება.

1620-1630-იანი წლებით დათარიღებული ბალდახინი გამორჩეულია მაღალი ხარისხის ნამუშევრითა და იმით, რომ გამოყენებულია სხვადასხვა მასალა, როგორებიცაა მარმარილო, ბრინჯაო, ხე, ოქრო და რკინა. მის შექმნაზე მრავალი მხატვარი და ხელოსანი მუშაობდა, მათ შორის იყო რენესანსის ეპოქის ცნობილი არქიტექტორი ფრანჩესკო ბორომინი.

წმინდა პეტრეს ბაზილიკის მონუმენტური ბალდახინის რესტავრაცია ძირითადად მტვრისა და ჭუჭყისგან სისტემურ გაწმენდას გულისხმობს. განახლებულ ბაზილიკას რომის პაპი ფრანცისკე 2025 წლის დასაწყისში გახსნის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend