მთავარიევროპაფინეთიფინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ალექსანდრ სტუბმა გაიმარჯვა

ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ალექსანდრ სტუბმა გაიმარჯვა

ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარჯვენე-ცენტრისტმა პოლიტიკოსმა ალექსანდრ სტუბმა გაიმარჯვა.

არჩევნების მეორე ტურში მან ხმების 51,6 პროცენტი მოიპოვა, მისმა კონკურენტმა, „მწვანეების“ კანდიდატმა, პეკა ჰაავისტომ კი 48,4 პროცენტი. ფინეთი ნატოს ახალი წევრია.

გამარჯვებულის მთავარი ამოცანა კი იქნება, რომ სკანდინავიური ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა შესაბამისად წარმართოს.  ალექსანდრ სტუბი გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელსაც რამდენიმე საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა.

ფინეთში არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის შესაძლებლობა 4 მილიონზე მეტ ადამიანს ჰქონდა.

პირველ ტურში ცხრა კანდიდატიდან ვერცერთმა მიიღო ხმების  საჭირო რაოდენობა. ამიტომ მთავარი კონკურენტები ალექსანდრ სტუმბა და პეკა ჰაავისტო აღმოჩნდნენ.

პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა, „მწვანეთა“ პარტიის წევრმა პეკა ჰაავისტომ ალექსანდ სტუბს გამარჯვება მიულოცა და დასძინა, რომ ფინეთმა კარგი და კომპეტენტური პრეზიდენტი შეიძინა.

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია პირველ მარტს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend