მთავარიმსოფლიოკავკასიააზერბაიჯანი არჩევნების წინ

აზერბაიჯანი არჩევნების წინ

7 თებერვალს აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება

აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს არჩევნები განსაკუთრებულია, რადგან ის იმართება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყარაბაღის რეგიონის ჩათვლით.

ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2023 წლის 7 დეკემბერს რიგგარეშე არჩევნების შესახებ განკარგულება გასცა.

აზერბაიჯანის პოსტსაბჭოთა ისტორიაში ეს არჩევნები ისტორიულ მომენტს აღნიშნავს, რადგან ის მოიცავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას ყარაბაღის რეგიონში სეპარატისტული რეჟიმის დაშლის შემდეგ. ილჰამ ალიევის გარდა საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ექვსი კანდიდატი მონაწილეობს. ყველა მათგანი ნაკლებად ცნობილი და ხელისუფლებისადმი, კონკრეტულად კი ილჰამ ალიევისადმი, ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსია. ყველა წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე მათ 7-8%-ზე მეტი არ მოუგროვებიათ, რაც ილჰამ ალიევის შედეგებზე დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია.

ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს 89 ქვეყნის წარმომადგენლები დააკვირდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend