მთავარიაზიაღაზაგაერო მოუწოდებს დონორებს, დაუყოვნებლივ განაახლონ ღაზის მოსახლეობის დახმარება

გაერო მოუწოდებს დონორებს, დაუყოვნებლივ განაახლონ ღაზის მოსახლეობის დახმარება

პალესტინელები ამბობენ, რომ გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტოს მიერ ღაზის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეჩერება მძიმე და კატასტროფულ შედეგებს მოიტანს.

შეერთებულმა შტატებმა, ისევე როგორც ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ისრაელმა გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტოს 12 თანამშრომელი  „ჰამასთან“ თანამშრომლობასა და 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობაში დაადანაშაულა.

გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტოში დასაქმებულია ათასობით თანამშრომელი, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ მილიონობით ადამიანს ახლო აღმოსავლეთში.

,,გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტოს ნაკისრი აქვს ვალდებულება, დაეხმაროს  ლტოლვილებსა და დაშავებულებს ღაზის სექტორში. მათ გარეშე უამრავი პალესტინელი დაიღუპება”, -ამბობს მუჰამად თაბშიდეირ ალ-ბალაჰის მცხოვრები.

გაეროს განცხადებით, რამდენიმე უპასუხისმგებლო თანამშრომლის ქმედების გამო მთელი სააგენტო არ უნდა დაისაჯოს. მათ მოუწოდეს დონორებს, დაუყოვნებლივ განაახლონ დაფინანსება და დახმარება.

,,მე ერთ-ერთი  ვარ იმ ადამიანთაგან, რომელთაც აღარავინ ჰყავთ. მე ქვრივი ვარ, აღარც შვილები მყავს. იმ საკვებისა და წამლების გარეშე, რომელსაც სააგენტოდან ვიღებ, ერთ დღესაც ვერ გავძლებ’’,-ამბობს საბაჰ ალ-ისავიდეირ ალ-ბალაჰის მცხოვრები

შეერთებულმა შტატებმა, სააგენტოს უმსხვილესმა დონორმა,  დაფინანსება შაბათ-კვირას შეწყვიტა. მათ ათზე მეტმა ქვეყანამ მიბაძა. სწორედ ისინი უზრუნველყოფდნენ გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტოს დაფინანსების 60%-ს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend