რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდის რეგიონში „ილ 76“ სახის სატრანსპორტო საჰაერო ხომალდი ჩამოაგდეს. კრემლში ამტკიცებენ, რომ ხომალდში უკრაინელი სამხედრო ტყვეები იყვნენ. კიევში კი უარყოფენ კრემლის ამ განცხადებას.
A Russian IL-76 strategic airlifter crashed in Belgorod, according to Russian media.
Footage uploaded to Telegram shows the aircraft flying at low altitude before hitting the ground and exploding in a huge fireball. pic.twitter.com/WW5wNsCrFx
— Jimmy Rushton (@JimmySecUK) January 24, 2024
„დღეს 11 საათსა და 15 წუთზე კიევის ნაცისტურმა რეჟიმმა კიდევ ერთი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა და სამგზავრო საჰაერო ხომალდი ჩამოაგდო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ბელგოროდში. ამ საჰაერო ხომალდით უკრაინელი სამხედრო ტყვეები და ჩვენი არმიის ჯარისკაცები მგზავრობდნენ, დაღუპულია 65 უკრაინელი ტყვე და ჩვენი 3 სამხედრო. იგეგმებოდა უკრაინელი ტყვეების ჩვენს სამხედროებში გაცვლა”, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების პრესმდივანმა იგორ კონაშენკომ.
რუსული მხარის ცნობით, კიევის ჯარებმა ხარკივის რეგიონიდან გაისროლეს ორი რაკეტა. საჰაერო ხომალდში 74 ადამიანი იყო. უკრაინული მხარე ადასტურებს, რომ დღეს ტყვეთა გაცვლა იგეგმებოდა, თუმცა კიევი ამ თემაზე დამატებით ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს.