შეერთებულ შტატებში უჩვეულო ზამთარია. სინოპტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში არქტიკული ქარიშხლების ტალღა და დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.
აიოვის შტატში დიდთოვლობისა და ყინვის გამო საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. ზოგიერთი მანქანა ხუთი საათის განმავლობაში ერთ ადგილზე იყო გაჩერებული. მათ გამოსაყვანად სატვირთო მანქანების გამოძახება გახდა საჭირო.
თუმცა ახალგაზრდები და ბავშვები თოვლის მოსვლით თავს ბედნიერად გრძნობენ. ვისაც ზამთრის არდადეგები აქვს, შესანიშნავად ერთობა.
სენტ-ლუისის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა საზოგადოება გააფრთხილა, რომ იშვიათი და “სიცოცხლისთვის საშიში” ყინვაა მოსალოდნელი.
აიოვის შტატში მინუს 29 გრადუსს ელოდებიან.
ადგილობრივები და ტურისტები სიცივეს თბილი ტანსაცმლით, წინდებითა და მუდმივი აქტივობით უმკლავდება.
დიდთოვლობისა და მოსალოდნელი ქარბუქის გამო რესპუბლიკელმა კანდიდატებმაც გააუქმეს წინასაარჩევნოდ დაგეგმილი შეხვედრები.