მთავარიევროპასაბერძნეთისაბერძნეთში ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინების ლეგალიზაციას გეგმავენ

საბერძნეთში ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინების ლეგალიზაციას გეგმავენ

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისისმა დაადასტურა, რომ ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება იგეგმება. მიცოტაკისის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივები ერთნაირსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით დიდად არ განსხვავდება ევროპის სხვა ქვეყნებში არსებული კანონმდებლობისგან.

ამ კანონის მიხედვით, ერთნაირსქესიან წყვილებს არ ექნებათ უფლება სუროგაციის გზით ჰყავდეთ შვილები. სრული მშობლობის უფლება მიენიჭებათ მხოლოდ იმ წყვილებს, რომლებსაც უკვე ჰყავთ შვილები. ამ გადაწყვეტილებას განსაკუთრებული კრიტიკა მართლმადიდებლური ეკლესიისგან მოყვა. სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება პირველი ნაბიჯია ამ ოჯახებისთვის მშობლის უფლების მინიჭებისკენ. კირიაკოს მიცოტაკისი კი ამბობს, რომ ისინი მოისმენენ ეკლესიის შეხედულებებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend