მთავარიკუბიევროკომისია პლატფორმა X-ის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს

ევროკომისია პლატფორმა X-ის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს

ევროკავშირში განაცხადეს, რომ პლატოფრმა X, იგივე ტვიტერი ეჭვმიტანილია რიგი წესების დარღვევაში, რომელთა შორისაა არალეგალური კონტენტისა და დეზინფორმაციის გავრცელების დაშვება და ხელშეწყობა.

ევროკავშირის ციფრული ტექნოლოგიების კომისარმა ტიერი ბრეტომა ამის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი პლატფორმა X ​-ზე გამოაქვეყნა.

 

დოკუმენტის მიხედვით, ევროკომისია ატარებს მრავალმხრივ გამოძიებას.

გარდა ზოგადი შემოწმებისა, იკვლევენ X​-ის კონტენტის გადამუშავების პრინციპებს ისრაელისა და „ჰამასის“ ომზე ასევე, პლატფორმა X-ის მფლობელის ილონ მასკის მიერ ინიცირებულ ფასიანი ვერიფიკაციის სისტემას, რომელსაც ევროკავშირში „საეჭვოდ შეცდომაში შემყვანს“ უწოდებენ.

გამოძიების ფარგლებში ასევე გამოიკვლევენ X-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ეფექტიანობას დეზინფორმაციასთან ბრძოლაში.

ფაქტჩეკინგის პროგრამა ამჟამად ყოველი ტვიტის ქვემოთ ჩნდება თუ პოსტი შეიცავს დეზინფორმაციას ან მანიპულაციას და ამავდროულად აკეთებს განმარტებას, თუ რა არის სიცრუე.

გამოძიება X-ის წინააღმდეგ, ევროკავშირის ახალი ციფრული მომსახურების შესახებ კანონის დარღვევის ფარგლებში ტარდება. ეს კანონი ევროპაში მიმდინარე წლის აგვისტოში შევიდა ძალაში, რომელიც ზღუდავს მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების გავლენას. თუ კომისია დაადგეს, რომ X-მა დაარღვია კანონი, კომპანიას ემუქრება ჯარიმა, რომელიც კომპანიის წლიური შემოსავლის 6% იქნება.

ფორმალურად გამოძიება ევროკავშირმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ იქსზე „ჰამასთან“ დაკავშირებული ანგარიშები არსებობს და ამის თავიდან ასაცილებლად პლატფორმა არაფერს აკეთებს.

რამდენიმე თვის განმავლობაში, ევროკავშირმა არაერთი გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, არამხოლოდ X-ის, არამედ სხვა სოციალური პლატფორმების მისამართით, მათ შორის არის ფეისბუკი, ტიკტოკი და იუთუბი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend