ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები გრძელდება. ისრაელელი სამხედრეოები ღაზის სიდიდით მეორე ქალაქის ხან-უინისის შუაგულში აწარმოებენ საბრძოლო მოქმედებებს.
გავრცელებული ინფორმაციით, „ჰამასი“ კუსტარულად დამზადებულ ბომბებს იყენებს, რათა მოწინააღმდეგეს ზიანი მიაყენოს და მათი წინსვლა შეანელოს.
ბრძოლის ამსახველ კადრებს ავრცელებს როგორც ისრაელი, ისე „ჰამასი“
ამ კონფლიქტის შედეგად რეგიონში კიდევ ათასობით პალესტინელი იქცა დევნილად და ისედაც მძიმე ჰუმანიტარული პირობები კიდევ უფრო გაუარესდა.
გაერო ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს, რადგან მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ფაქტობრივად არ არსებობს უსაფრთხო ადგილები
The intensification of fighting in Gaza is making it nearly impossible to deliver aid.
• Aid trucks are stranded.
• Blackouts are hampering communications.
• Humanitarians cannot reach the Rafah crossing where life-saving assistance is positioned.
via @UNOCHA
— United Nations (@UN) December 7, 2023
გადატვირთულია საავადმყოფოები, თუმცა ექიმები განაგრძობენ დაშავებულების მიღებას. ხშირად მძიმედ დაჭრილ პირებსაც კი მხოლოდ მარტივ პროცედურებს უტარებენ, რადგან მეტის შესაძლებლობა არ აქვთ.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემდეგ 1207 პალესტინელი დაიღუპა, რომელთაგან 70 პროცენტი ქალები და ბავშვები არიან.
ამადვროულად, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი დათანხმდა ღაზის სექტორში საწვავის მინამალური რაოდენობის შეტანას, რათა თავიდან იქნას აცილებული ჰუმანიტარული კატასტროფა და დაავადებების გავრცელება.
თუმცა ამასთანვე ისრაელი ხაზს უსვამს, რომ ამ მდგომარეობის შექმნაზე პასუხისმგებლობა „ჰამასს“ ეკისრება, რომელიც 7 ოქტომბერს თავს დაესხა ისრაელს.
გაეროში აცხადებენ, რომ 1.87 მილიონი ადამიანი, ანუ მოსახლეობის თითქმის 80 პროცენტი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. მათი უმეტესობა უკვე რამდენჯერმე გახდა იძულებით გადაადგილებული.
სამედიცინო დარგის ექსპერტები შიშობენ, რომ შეიძლება ამას ეპიდემიების გავრცელება მოჰყვეს, ამასთანავე, მასობრივი გადასახლების ფონზე შესაძლოა ზეწოლა გაიზარდოს მეზობელ ქვეყნებზეც.