მთავარისაქართველოვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ვაკის პარკი სტუმრებისთვის, პირველ რიგში, დასასვენებელი ადგილია და თუ ის რეაბილიტაციის შემდეგ უფრო მეტად გალამაზდება, პარკის სტუმრებს ეს ამბავი გაახარებთ. თუმცა ამ ადგილის დიდი ხნით დაკეტვამ უკმაყოფილებაც გამოიწვია.

პარკი სეირნობასთან ერთად სავარჯიშო სივრცეც, არის ამიტომ პარკის ამ პერიოდში  დაკეტვა სტუმრებს უდროოდ მიაჩნიათ. განსაკუთრებით მაშინ, როცა მსოფლიო პანდემიაა და მალე დათბება. პარკის მთლიანად დაკეტვა დისკომფორტს უქმნის მშობლებს, რომლებსაც შვილები სასეირნოდ სუფთა ჰაერზე ვაკის პარკში დაჰყავთ.

თბილისის მერიის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმება. დაგეგმილი სამუშაოები სანიაღვრე და სარწყავი სისტემების მოწესრიგებას, პარკის გამწვანებას, შადრევნის, კასკადის სისტემისა რეაბილიტაციას მოიცავს.

რადგან ვაკის პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, პარკის გარეგნული მხარე, მათ შორის შადრევანი, რომლის მშენებლობაზეც 1950-იან წლებში ნოდარ ჯობაძე მუშაობდა, შენარჩუნებული იქნება. შადრევნის არქიტექტორი ნოდარ ჯობაძე ვაკის პარკის მშენებლობაზე მეუღლესთან ერთად მუშაობდა, რომელიც პარკის გამწვანებაზე ზრუნავდა.

„მოხდა ისე, რომ ჩხენკელმა (იმდროინდელი ქალაქის არქიტექტორი) დაგვიძახა და გვითხრა, რომ გარკვეული სამუშაო იყო ჩასატარებელი. გავიცანით „პრარაბი“, რომელსაც არაფერი არ ჰქონდა, თეოდოლიტიც კი. ამიტომ დავარჭეთ ჯოხი, შევაბით ძაფი და აი, ასე განვსაზღვრეთ, რა დიამეტრის უნდა ყოფილიყო ეს შადრევანი. ერთი ქვის მოდული მივეცი და ამითი აეწყო ეს შადრევანი. როგორც ჩანს, რადგან არ დაანგრიეს, კარგია.”

ვაკის პარკის არქიტექტურა იმდროინდელი ეპოქის ნიმუშია. მათ შორის არის შადრევანიც, რომლის გამოც ვაკის პარკს ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისად, ხელოვნებათმცოდნე ნატო გენგიურის თქმით, ვაკის პარკს ისტორიული, კულტურული და სოციალური მნიშვნელობა აქვს.

„ეს პარკი და ამ პარკის ისტორია უნდა გადარჩეს. ჩვენ ვინარჩუნებთ არა მარტო ბუნების მრავალფეროვნებას, რომელიც თანამედროვე საზოგადოებისთვისაა ღირებული, არამედ კულტურულ მრავალფეროვნებასაც. სწორედ ეპოქათა მრავალფეროვნება ქმნის ქალაქის ღირებულებას“, –  ამბობს ხელოვნებათმცოდნე ევრონიუსთან საუბარში.

განახლებულ ვაკის პარკს საზოგადოება განსაკუთრებულად ელოდება და ყურადღებით აკვირდება მიმდინარე სამუშაოებს.

[masterslider id=”1″]
 
ავტორი: თორნიკე კოპლატაძე
ფოტო: ირაკლი შალამბერიძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend