ბოლო ინფორმაციით, დუბლინში ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციაში.
მოქალაქეები ანტიმიგრაციული ლოზუნგებით აპროტესტებდნენ დუბლინის ერთ-ერთი სკოლის ახლოს მომხდარ თავდასხმას, რომლის შედეგადაც 5 ადამიანი დაიჭრა. დემონსტრანტებს მიაჩნიათ, რომ დამნაშავე პირი მიგრანტია. აქცია არეულობასა და დაძაბულობაში გადაიზარდა, მათ პოლიციის მანქანა და ავტობუსი დაწვეს.
What a shower of scumbags!
They give about immigrants but listen to the accents, they’re ‘pure dublin’ and they are the ones destroying Dublin right now.pic.twitter.com/pU30DlUGjg— Jim Sheridan (@Jim_Sheridan) November 23, 2023
კომისრის დრიუ ჰარისის თქმით, დემონსტრანტები არიან შეშლილი ხულიგნები, რომლებიც მემარჯვენე იდეოლოგიით მოქმედებენ. ამას ემატება დამღუპველი ტენდენცია, რომ მშვიდობიანი აქცია ძალადობაში უნდა გადაიზარდოს. ახლა ქალაქში მიმდინარეობს დამატებითი რესურსების მობილიზება, რათა სათანადოდ გაუმკლავდნენ შექმნილ ვითარებას.
პოლიციამ სწრაფად იმოქმედა, შემდეგ კი განაცხადა, რომ სიტუაცია დამშვიდდა. გავრცელდა ცნობები პოლიციაზე თავდასხმის შესახებაც, თუმცა, საბოლოოდ, არეულობა სერიოზული დაზიანებების გარეშე დასრულდა. პოლიციაში აცხადებენ, რომ ხულიგნებს შექმნილი ვითარების სათავისოდ გამოყენება სურდათ.