მთავარიევროპაჩეხეთის რესპუბლიკაპრაღაში ვიშეჰრადის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა

პრაღაში ვიშეჰრადის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა

ვიშეჰრადის ქვეყნების ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში  ცენტრალური ევროპის ოთხი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პრაღაში შეხვდნენ და უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს.

ბოლო დროა ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი და სლოვაკია უკრაინისთვის რუსეთთან ბრძოლაში სამხედრო დახმარების კუთხით განსხვავებულ გზას დაადგნენ, თუმცა თითოეული მათგანი ირწმუნება, რომ უკრაინის წარმატება ყველასთვის მნიშვნელოვანია.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის აგრესია მსოფლიო საზოგადოებაზე ახდენს გავლენას. შესაბამისად, უკრაინისთვის დახმარების გაწევა მათივე უსაფრთხოებისთვისაა საჭირო.

ჩეხეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგოს დაღუპული ადამიანებისა და მიყენებული ზიანის გამო და დასძენს, რომ მათ ყველა საშუალებით უნდა დაუჭირონ მხარი უკრაინასა და მის მოქალაქეებს, რადგან ეს მათსავე ინტერესებში შედის.

ჩეხეთი და პოლონეთი უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერები არიან, რომლებმაც საზღვრები გაუხსნეს ლტოლვილებს და უკრაინულ მხარეს გადასცეს შეიარაღება, თუმცა ურთიერთობა სექტემბერში მას შემდეგ დაიძაბა, როცა პოლონეთში უკრაინული მარცვლეული შევიდა და გავლენა მოახდინა ქვეყნის ბაზარზე.

უნგრეთის ხელისუფლებამ და ვიქტორ ორბანმა კი უბრალოდ უარი განაცხადეს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემაზე.

ევროკავშირის დახმარების პაკეტებზე ვეტოს დადებითაც კი დაიმუქრნენ. სლოვაკიაში, ახალი პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს გადაწყვეტილებით, შეწყდა უკრაინაში სამხედრო დახმარების გაგზავნა. ვიშეგრადის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამხედრო დახმარება არ არის ერთადერთი გზა უკრაინის მხარდასაჭერად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend