მთავარიაზიაღაზაისრაელი აცხადებს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში „ჰამასის“ მებრძოლების აღჭურვილობა და ფორმები აღმოაჩინეს

ისრაელი აცხადებს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში „ჰამასის“ მებრძოლების აღჭურვილობა და ფორმები აღმოაჩინეს

ისრაელის სამხედროები ამბობენ, მათ ჩაატარეს ზუსტი და  მიზანმიმართული ოპერაცია „ჰამასის“ წინააღმდეგ

ისრაელმა გაავრცელა რამდენიმე ვიდეო, რომლებშიც,  როგორც თავად ამტკიცებს, ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოში, აღმოჩენილი შეიარაღება და აღჭურვილობაა ასახული.

ვიდეოები მას შემდეგ გავრცელდა,  რაც ისრაელი სამედიცინო კომპლექსზე შტურმისთვის გააკრიტიკეს.

ასევე გამოქვეყნდა იმ ისრაელელი ჯარისკაცების კადრები, რომლებსაც ბავშვებისთვის სამედიცინო მარაგი და საკვები შეაქვთ დაწესებულებაში

როგორც ისრაელის სამხედროები ამბობენ, მათ ჩაატარეს ზუსტი და  მიზანმიმართული ოპერაცია „ჰამასის“ წინააღმდეგ, რადგან იგი საავადმყოფოს სამეთაურო ცენტრად იყენებს. თუმცა ამ ბრალდებებს „ჰამასი“ არ ეთანხმება.

ისრაელელი სამხედროები ალ-შიფას საავადმყოფოში – Copyright Euronews

 

ისრაელის არმიის სპიკერი დანიელ ჰაგარი ამბობს, რომ საავადმყოფოში  აღმოაჩინეს „ჰამასის“ მებრძოლების მიმოფანტული  ფორმები. იგი ვარაუდობს, რომ მათ სამოქალაქო ტანსაცმლით შეძლეს გაქცევა.

ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს გებრეისუსი  ისრაელის სამხედრო ინტერვენციას ქალაქ ღაზის ალ-შიფას საავადმყოფოში გაუმართლებელ ქმედებად აფასებს და დასძენს, რომ საავადმყოფო არ უნდა გადაიქცეს ბრძოლის ველად. ორგანიზაციაში პაციენტებისა და პერსონალის უსაფრთხოებაზე ღელავენ.

კარგი ამბავი ისაა,  რომ ომის დაწყებიდან პირველად მიაწოდეს ღაზას საწვავი, რომელიც ღაზის სამხრეთ ნაწილში ეგვიპტიდან, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტიდან, შევიდა.

დიპლომატიურ ფრონტზე გარკვეული წინსვლაა

გაეროს უსაფრთხოების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ღაზაში ჰუმანიტარულ პაუზებსა და დერეფნებს უკავშირდება. რეზოლუცია რამდენიმეკვირიანი დაძაბული მოლაპარაკებების შედეგად მეხუთე მცდელობაზე მიიღეს.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend