შვეიცარიელი და ფრანგი მკვლევრებისგან შემდგარმა ჯგუფმა ზურგის ტვინზე ელექტროდები ჩაუნერგეს 63 წლის მამაკაცს, რომელიც პარკინსონის დაავადების გამო ვეღარ მოძრაობდა. ოპერაციის შემდეგ პაციენტმა კვლავ შეძლო გავლა.
ეს სენსაციური სამედიცინო სიახლე უდიდესი იმედია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც პარკინსონის დაავადების გამო მოძრაობის უნარი დაკარგეს. პარკინსონის დაავადება, სტატისტიკის თანახმად, ძირითადად, 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში ვითარდება და, პირველ რიგში, გავლენას ახდენს ადამიანის მოძრაობის უნარზე.
ეს არის უდიდესი იმედი იმ პაციენტებისთვის, რომლებმაც ნევროლოგიური დაავადების შედეგად მოძრაობის უნარი დაკარგეს. შვეიცარიელი და ფრანგი მკვლევრებისგან შემდგარმა გუნდმა პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტს ზურგის ტვინზე ელექტროდები ჩაუნერგეს. ოპერაციის შედეგად 63 წლის მამაკაცმა ისევ შეძლო წამოდგომა და გავლა.
ნეიროქირურგიის განყოფილების პროფესორის ჟოსელინ ბლოხის თქმით, ელექტროდები ზურგის ტვინის იმ ადგილას იქნა ჩასმული, რომელიც ფეხებს აკონტროლებს. საჭირო იყო მათი ზუსტად ჩასმა, რათა ფეხის თითოეული კუნთი სიმეტრიულად გაეაქტიურებინათ. შემდგომ ეს ელექტროდები დააკავშირეს სტიმულატორთან, რომლის დაპროგრამება გარედანაც შეიძლება. ეს ყველაფერი კანქვეშ არის მოქცეული.
როგორც ნეირომეცნიერი, ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის პროფესორი გრეგუარ კურტინი ამბობს, გასული 20 წლის განმავლობაში ისინი აქტიურად მუშაობდნენ ზურგის ტვინის სტიმულაციაზე. შემდეგ იმავე კონცეფციების გამოყენება იმ პაციენტებისთვის სცადეს, რომელთაც პარკინსონის დაავადების გამო სიარული უჭირთ. გრეგუარ კორტინი აღნიშნავს, რომ დაავადების შემთხვევაში არ ზიანდება ზურგის ტვინი და ის უბრალოდ აღარ იღებს თავის ტვინისგან ინფორმაციას.
პარკინსონის დაავადება ძირითადად მამაკაცებში ვითარდება, დაავადებულთა უმრავლესობა 50 წელს გადაცილებული პაციენტია. დაავადება, პირველ რიგში, გავლენას მოძრაობაზე ახდენს.