მთავარიევროპაშვეიცარიაშვეიცარიის სათხილამურო კურორტებზე ნაადრევი თოვლი მოვიდა

შვეიცარიის სათხილამურო კურორტებზე ნაადრევი თოვლი მოვიდა

შვეიცარიის რამდენიმე მაღალმთიან სოფელში ამინდი ერთ ღამეში შეიცვალა და საოცარი თოვლი მოვიდა.
სათხილამურო კურორტ ნენდაზის ზემოთ, 2400 მეტრის სიმაღლეზე თოვლის სიმაღლე უკვე 60 სანტიმეტრს ასცდა.

,,ძალიან გვიხარია, რადგან ბოლო წლებში არც თუ ისე ხშირად ვართ განებივრებული ამხელა თოვლით. ეს კურორტის მუშაობას შეუწყობს ხელს. გასულ კვირას, როცა ყანაში ვმუშაობდი, ტემპერატურა 20 გრადუსი ცელსიუსი იყო. ახლა კი ხედავთ, რა ხდება ჩვენ ირგვლივ“,- ამბობს თოვლმწმენდი მანქანის მძღოლი კევინ ფეტონი.

ადგილობრივებისთვის სამთო კურორტ ვალეს სათხილამურო ზონებში ასეთი თოვლი ნამდვილად ღვთის საჩუქარია, რადგან შეუძლიათ სეზონი ნაადრევად გახსნან.

,,წელს ადრე მოსული თოვლი საშუალებას გვაძლევს, რომ სეზონი უკვე დავიწყოთ და იმ ტურისტებს, რომლებიც ზამთრის სპორტით არიან დაინტერესებული, ძალიან კარგ ფასად შევთავაზოთ სხვადასხვა სახის აბონემენტი.“-ამბობს ფრანსუა ფურნიე, სამთო კურორტების მექანიკოსი

მიუხედავად ასეთი თოვლისა, სათხილამურო ზონა Glacier 3000-მა გახსნა მაინც დააგვიანა. ისინი მალე მიიღებენ ტურისტებს.

,,ამ ზაფხულს 3 მეტრი ყინული  დავკარგეთ, ასე რომ, კიდევ უფრო მეტი თოვლი გვჭირდება. მართალია, 2 მეტრის სიმაღლის თოვლი სწრაფად დაგროვდა, მაგრამ თბილი ამინდების გამო ვერ ასწრებს საკმარისად გაყინვას, რის გამოც სათხილამურო ტრასებს სათანადოდ ვერ ვამზადებთ“, – წუხს „Glacier 3000-ის“ დირექტორი ბერნარ შანენი,

მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიაში შემოდგომისა და ზამთრის ამინდები ენაცვლება ერთმანეთს, სათხილამურო ზონა ოფიციალურად ამ კვირის ბოლოს გაიხსნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend