მთავარიკუბიAI ფოტოებით მანიპულაციის მცდელობა სოციალურ ქსელში

AI ფოტოებით მანიპულაციის მცდელობა სოციალურ ქსელში

ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დამუშავებული ფოტოები დროსთან ერთად უფრო რეალისტური ხდება და ბევრი მომხმარებელი შესაძლოა გახდეს დეზინფორმაციის მსხვერპლი
 ისრაელსა და „ჰამას“ შორის მიმდინარე ომთან დაკავშირებით ინტერნეტში არაერთ AI ფოტოს შეხვდებოდით. მაგალითად, ფოტო, რომელიც თითქოს გადაღებულია ღაზაში. ფოტოზე ჩანან ექიმები, რომლებიც ოპერაციას აკეთებენ დანგრეულ საოპერაციო ოთახში, თუმცა ეს ფოტო არ არის რეალური.

იმის გასარკვევად, რეალურია თუ არა ფოტო, რამდენიმე დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რაზეც ყურადღება გაამახვილა „მითების დეტექტორმა”.

პირველ რიგში, ოთახის ჭერი ძალიან დაზიანებულია, თუმცა ნათურა საოპერაციო მაგიდაზე მაინც მუშაობს.

გარდა ამისა, თუ კარგად დავაკვირდებით დავინახავთ, რომ ექიმებს არ აქვთ სახეები და სხვადსხვა დეტალი ფოტოზე ერთმანეთში არის შერეული.

გარდა ამისა, Google-ის ფოტოების უკუძებნის სისტემის გამოყენებით, შეგვიძლია ვიპოვოთ იგივე ფოტო, რომელიც გაზიარებულია ტვიტერზე და ის მონიშნულია უკვე როგორც ხელოვნური ინტელექტით დამუშავებული ფოტო.

 

ასევე კიდევ ერთი ფოტო, რომელიც ვირუსულად ვრცელდება და ხელოვნური ინტელექტის საშუალებით არის შექმნილი.

ფოტოზე ჩანან ისრაელელი ჯარისკაცები, რომლებიც დემონსტრაციულად, მარშით მიემართებიან და მათ მოსახლეობა აპლოდისმენტებითა და დროშებით ხვდება.

კარგად დაკვირვებისას დავინახავთ, რომ ზოგიერთ დროშაზე არ არის ისრაელის სიმბოლო –  დავითის ვარსკვლავი.

ფოტოს გამზიარებლებმა მოგვიანებით დაამატეს ინფორმაცია, რომ ფოტო ხელოვნური ინტელექტით არის დამუშავებული, თუმცა მიუხედავად ამისა არაერთი მომხმარებელი შეცდომაში შევიდა.

ისრაელსა და ჰამასს შორის ომი 7 ოქტომბერს დაიწყო. ჰამასის მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს, ბოლო მონაცემებით ისრაელში 1400 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ისრაელის მიერ განხორციელებული საპასუხო საჰაერო ავიაიერიშის შედეგად ჯამში დაიღუპა 9000-მდე ადამიანი.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend