ომის დაწყებიდან ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მესამე კოლონა შევიდა.
პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების“ ინფორმაციით, მანქანები დატვირთულია აუცილებელი მედიკამენტებით, საკვებითა და სასწრაფო დახმარებისთვის საჭირო საშუალებებით.
მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენელთა განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარებითა და საკვებით სავსე 40-ზე მეტი სატვირთო მანქანა, მზადაა ღაზის ტერიტორიაზე შესასვლელად. პირველი მარაგები ღაზაში შაბათ-კვირას, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით შეიტანეს.https://t.co/6M0I7ArE1O
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) October 24, 2023
ღაზაში არ შედის საწვავი, ადგილზე არსებული საწვავის მარაგი ორ დღეში ამოიწურება
გაერო მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რათა მეტი ჰუმანიტარული დახმარების შეტანა იყოს შესაძლებელი.
გაერთიანებული სამეფო ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად დამატებით 20 მილიონი ფუნტის ოდენობის დახმარებას გააგზავნის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობის შემდეგ განაცხადა.
Prime Minister @RishiSunak today announced a further £20m of vital humanitarian aid for civilians in Gaza.
The aid will help those affected by this severe humanitarian crisis access vital lifesaving support, such as food, water and shelter.
Read more: https://t.co/oWhqt4vx2q pic.twitter.com/14USAR3Bxt
— Foreign, Commonwealth & Development Office (@FCDOGovUK) October 23, 2023
უსაფრთხო ჰუმანიტარული დერეფნის შესაქმნელად გრძელდება საერთაშორისო დიპლომატიური მოლაპარაკებები. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სამშაბათს ისრაელში ჩადის. იგი მხარეებს „ჰუმანიტარული ზავისკენ“ მოუწოდებს.
მანამდე ისრაელს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რიუტე ეწვია. იგი ორშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდა.
რუტემ განაცხადა, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი, თუმცა, ამასთანავე, გააფრთხილა ნეთანიაჰუ, რომ ღაზის სექტორში ნაკლები ზიანი მიადგეს მშვიდობიან მოსახლეობას.
გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომა კი ხუთშაბათს გაიმართება. ისინი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს განიხილავენ.