უწყვეტი დაბომბვის ფონზე ღაზის მაცხოვრებლები ცდილობენ, საავადმყოფოებს შეაფარონ თავი. ამბობენ, რომ იქ უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მათ სახლებში, მაგრამ მაინც ეშინიათ, რადგან სულ ცოტა ხნის წინ ალ-ალის ჰოსპიტალთან აფეთქებას ბევრი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„მშვიდობიანი მოსახლეობა ვართ, არანაირ საომარ ქმედებაში არ ვმონაწილეობთ. რატომ ცდილობენ რაკეტებით ჩვენს განადგურებას? აქ მხოლოდ ბავშვები, ქალები და ოჯახები არიან”, – ამბობს იბრაჰიმ კოდეი, ღაზას მაცხოვრებელი.
„მეშინია, რომ საავადმყოფოებს დაბომბავენ. ეს ძალიან შეუბრალებელი და არაჰუმანური საქციელია. ამის შემდეგ კიდევ რა უნდა მოხდეს? მხოლოდ ღმერთია ჩვენთან, სხვა არავინ, რადგან ჩვენ პალესტინელები ვართ”, – ამბობს ღაზის მაცხოვრებელი იუსეფ აბუ ატი.
ისრაელი ამბობს, რომ “ჰამასისგან” განსხვავებით, მათ სამიზნეს მშვიდობიანი მოსახლეობა არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობა ყოველდღე იზრდება.