“წინანდლის პრემია”

“ზურაბ ჟვანიას ფონდი” აცხადებს კონკურსს 2023 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად. 2023 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების პრემიაზე წარდგენა შეუძლიათ 18-იდან 30 წლამდე ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს რვა ნომინაციაში. „წინანდლის პრემია“ ემსახურება თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას.

ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში „წინანდლის პრემიის“ დირექტორმა თამუნა მიქაძემ და „წინანდლის პრემიის“ 2020 წლის ლაურეატმა და 2022 წლის სახვითი ხელოვნების დარგში ჟიურის წევრმა შოთიკო აფციაურმა ისაუბრეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend