მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის რამდენიმე ქალაქში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

უკრაინის რამდენიმე ქალაქში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლები ომით დაზარალებულ რეგიონებში მოსახლეობას ევაკუაციაში ეხმარებიან

უკრაინაში მიმდინარე რუსული ინტერვენციის ფონზე, მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობა, როგორც ფრონტისგან მოშორებით, ასევე ახლოს მდებარე რეგიონებში და დასახლებებში უარესდება.

ოკუპანტები არ ერიდებიან უკრაინული ქალაქების სარაკეტო, საარტილერიო და სამხედრო საჰაერო ძალებით დაბომბვას. წითელი ჯვრის ორგანიზაცია ცდილობს, რომ ომისგან დაზიანებულ და დევნილ მოსახლეობას მცირე შვება მიეცეს.

უკრაინაში წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლები ომით დაზარალებულ რეგიონებში მოსახლეობას ევაკუაციაში ეხმარებიან.

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც საბრძოლო მოქმედებების სიმძიმის ცენტრი სწორედ უკრაინის ჩრდილოეთ აღმოსავლეთ მიწებია.

ხარკივის რეგიონში მდებარე რამდენიმე ქალაქში ევაკუაცია მოსახლეობის ნაწილმა მოითხოვა. მათი თქმით, ოკუპანტების თავდასხმის ფონზე მათ მშობლიური კარ-მიდამოს მიტოვების გარდა სხვა გზა აღარ დარჩათ.

„აქ ცხოვრება შეუძლებელია, მუდამ დაბომბვა, ჭურვები რამდენიმე დღის წინ ჩვენს მეზობელ სახლს დაეცა, ჩემს შვილთან ერთად დილის 5 საათზე გარეთ მომიწია გამოსვლა და სხვა თავშესაფრის მოძებნა. შემდეგ ჭურვების დაცემის ხმა კვლავ გავიგეთ”, – ამბობს ადგილობრივი ვიქტორია ჩუმაკი. 

ადგილობრივი მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, რომ მშობლიური დასახლება არ მიეტოვებინა. ზოგი ამ ეტაპზეც უარს ამბობს ევაკუაციაზე და საკუთარი სახლის და ქონების დაცვის მიზნით ადგილზე რჩება.

„როდესაც მტერი წინსვლას არ ლამობდა, მაშინ სიმშვიდე იყო. იყო დაბომბვაც, მაგრამ მეტი არაფერი ახლა კი ომი გვიახლოვდება“, – შიშობს ადგილობრივი ოლექსანდრ კრავჩუკი.

გასულ კვირას უკრაინის ხელისუფლებამ ხარკივის რეგიონში 12 ათასზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია წამოიწყო. კიევში აცხადებენ, რომ უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ მიწები ოკუპანტების მთავარი სამიზნეა ამ ეტაპზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend