მთავარიამერიკაბრაზილიაბრაზილიაში ამაზონის ორდღიანი სამიტი იწყება

ბრაზილიაში ამაზონის ორდღიანი სამიტი იწყება

ბრაზილია დღეიდან ამაზონის ორდღიან სამიტს უმასპინძლებს.  პრეზიდენტ ლულა და სილვას აზრით,  შეხვედრას ისტორიული მნიშვნელობა აქვს ტყეების შენარჩუნების თვალსაზრისით. სამიტის მიზანია, შემუშავდეს პირველი ერთობლივი დოკუმენტი იმ ქვეყნების მიერ, რომლებსაც აქვთ ტყეები. ამ ქვეყნების წარმომადგენლები  ნოემბერში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში COP 28-ის სამიტს დაესწრებიან. მათი მიზანია, საზოგადოებას გააგებინონ, რომ   ამაზონის გადარჩენა პლანეტის გადარჩენას ნიშნავს. თუმცა, სამწუხაროდ, სამიტზე ამაზონში ნავთობის მოპოვების საკითხს არ განიხილავენ.

კლიმატის აქტივისტი ტაინა სილვა მიიჩნევს, რომ ამაზონში ნავთობის მოპოვება იქ დასახლებული ადამიანების, მათი კულტურის განადგურებასა და დავიწყებას ნიშნავს.  მათ ესმით, რომ ერთადერთი გზა ამის შესაჩერებლად  საზოგადოების დაცვაა. სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებიან ნავთობისა დ ხალხის ექსპლუატაციას.

ბოლივიის, ბრაზილიის, კოლუმბიის, ეკვადორის, გაიანას, პერუს, სურინამისა და ვენესუელის მთავრობები ეცდებიან,  ამაზონი გახდეს საერთო პლატფორმა კლიმატის ცვლილების შესახებ დისკუსიებისთვის. ლიდერები ასევე გეგმავენ, განაახლონ 1974 წლის ხელშეკრულება, რომელიც  ტყეების დაცვისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით ერთობლივ ქმედებებს ითვალისწინებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend