უზარმაზარი ვეშაპი პერუდან დაახლოებით 39 მილიონი წლისაა. უძველესი არსების ხერხემლის ნაწილები სან-მარკოსის ბუნების ისტორიის უნივერსიტეტში გამოფინეს. თითო ნაწილი 100 კილოგრამზე მეტს იწონის, ხოლო ნეკნების სიგრძე თითქმის მეტრ-ნახევარია.
ძვლები პირველად ლიმიდან სამხრეთით 300 კილომეტრში, იკის უდაბნოში, აღმოაჩინეს. ეს რეგიონი, რომელიც ნამარხი ნაშთებითაა ცნობილი, ერთ დროს წყლით იყო დაფარული. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ძვლების სისქიდან გამომდინარე, ეს ვეშაპი უფრო მეტს იწონიდა, ვიდრე ნებისმიერი არსება, რომელიც ახლა დედამიწაზე ბინადრობს.
ვარაუდობენ, რომ უძველეს ვეშაპს ტანთან შედარებით ძალიან პატარა თავი ჰქონდა. თუმცა ამის დამადასტურებელი საკმარისი სამხილი ძვლების სახით ჯერჯერობით არ არის აღმოჩენილი. ასევე ცნობილია, რომ ვეშაპს არ ჰქონდა კბილები, ამიტომ ჯერ კიდევ შეუსწავლელია, რითი იკვებებოდნენ ისინი. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს ვეშაპები საკვებს წყლის ფსკერზე მოიპოვებდნენ, რადგან მძიმე წონის გამო სწრაფად ვერ დაცურავდნენ.