რუსეთის გადაწყვეტილებამ დაეტოვებინა ხორბლის შეთანხმება უკვე ჩააგდო საფრთხის ქვეშ შიმშილობის ზღვარზე მყოფი მილიონობით ადამიანი. გაეროში აცხადებენ, რომ მაგალითად სირიაში მსოფლიო სასურსათო პროგრამაში ჩართული იყო 5 მილიონ ადამიანზე მეტი, ახლა კი ორგანიზაცია იძულებულია ამ პროგრამის მიღმა დატოვოს უკიდურესად გაჭირვებული 2 მილიონი ადამიანი.
„გულწრფელად რომ გითხრათ რთულია იმის გაგება რას აკეთებენ ახლა ეს ადამიანები, როგორ უმკლავდებიან პრობლემებს, რადგან ჩვენი ბენეფიციარები მწვავედ საჭიროებენ დახმარებას“, – განაცხადა კარლ სკაუმ – მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ.
ყველაზე მწვავედ უკრაინული მარცვლეულის დაბლოკვა გარდა ისრაელისა , ასევე აისახება იორდანიაზე, ლიბიასა და აფრიკის რქის ქვეყნებზე, იქ წლებია ჰუმანიტარული კრიზისია, რუსეთის ცალმხრივმა გადაწყვეტილებამ კი ეს კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა.
“გასულ წელს ჩვენი ხორბლის მარაგის 50 პროცენტი უკრაინისგან შევიძინეთ. წელს უკრაინიდან ჯერ ხორბლის 80 პროცენტი მივიღეთ. ნაწილობრივ იმის გამო, რომ კარგ ფასშია. მეორე მხრივ კი იმის გამო , რომ სტრატეგიულად ის შავ ზღვასთან მდებარეობს, რომელიც ახლა დახურულია ბევრი მასშტაბური ოპერაციისთვის არა მხოლოდ სირიაში და ლიბანში, ასევე იემენსა და აფრიკის რქის ქვეყნებში. რაც ახლა უნდა გავაკეთოთ, რა თქმა უნდა სხვა ადგილას უნდა მოვიძიოთ ხორბალი. არ ვიცით ზუსტად რომელ ბაზარს ავითვისებთ, მაგრამ დიდი ალბათობით ფასები მოიმატებს”, – ამბობს კარლ სკაუ – მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე
მარცვლეულის ხელშეკრულების შეჩერების პარალელურად გაეროში ფინანსურ კრიზისზეც საუბრობენ, რაც ერთის მხრივ გამოწვეული იყო კორონავირუსის პანდემიის, ახლა კი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო. გასულ კვირას მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 5 მილიარდი დოლარის მობილიზება შეძლეს, რაც დაგეგმილი შემოსავლის ნახევარზე ნაკლებია.
ამოს გამო მსოფლიო სასურსათო პროგრამამ შეამცირა ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა 120 ათასი სირიელი დევნილისთვის, რომლებიც იორდანიაში მოწყობილ ბანაკებში ცხოვრობენ. ელოდებიან, რომ ეტაპობრივად პროგრამის მიღმა და შესაბამისად დახმარების გარეშე კიდევ 50 ათასი დევნილი აღმოჩნდება.
“როდესაც ყველაზე მოწყვლადი ადამიანები კრიტიკულად საჭიროებენ სასურსათო უსაფრთხოებას, როდესაც ისინი ვერ იღებენ ჩვენს დახმარებას, არსებობს მხოლოდ ორი გზა. ისინი ან იღუპებიან, ან მიგრირებენ“, – აცხადებს კარლ სკაუ.
მარტში მსოფლიო სასურსათო პროგრამის მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ბიზლიმ განაცხადა, რომ დაფინანსების შემცირება თუ გაგრძელდება ამან შესაძლოა მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში მასობრივი მიგრაცია და შიმშილი გამოიწვიოს