მთავარიმსოფლიოაფრიკასაფრანგეთის ხელისუფლებამ ნიგერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო

საფრანგეთის ხელისუფლებამ ნიგერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო

ნიგერში უკვე ჩაფრინდა საფრანგეთის მიერ გაგზავნილი პირველი სამი თვითმფრინავი, რომლებმაც საფრანგეთის მოქალაქეები უნდა გაიყვანონ.

მათაც ისევე, როგორც იტალიისა და ესპანეთის მოქალაქეებს, მოუწოდებენ, დატოვონ ქვეყანა გასულ კვირას მომხდარი სამხედრო გადატრიალების გამო. გადატრიალებას მხარს უჭერს კიდევ სამი აფრიკული სახელმწიფო, რომელთა სათავეშიც სამხედროები არიან.

დედაქალაქში კი დაძაბული ვითარებაა, სადაც რამდენიმე დემონსტრაცია გაიმართა ყოფილი კოლონიური ძალის, საფრანგეთის, წინააღმდეგ.

თუმცა ახლა ნიგერი, ფაქტობრივად, გაურკვეველ მდგომარეობაშია, რადგან დასავლეთაფრიკულმა ეკონომიკურმა გაერთიანებამ ერთკვირიანი ვადა მისცა სამხედრო ხუნტას, რათა ყოფილი პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი თანამდებობაზე დააბრუნოს.

ნიგერის პრემიერ-მინისტრი, რომელიც გადატრიალების შემდეგ ქვეყანაში ვერ ბრუნდება, დახმარებისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს.

ნიგერის პრემიერს უჰუმუდუ მაჰამადუს მიაჩნია, რომ ვითარების მოგვარება შესაძლებელია, სანამ დასავლეთაფრიკული გაერთიანება ჩაერევა სამხედრო გზით. იგი ოპტიმისტურად არის განწყობილი. მისი თქმით, მართალია, პრეზიდენტი მძევლად არის აყვანილი,  თუმცა ის მხნედ გრძნობს თავს და მზად არის, დადგეს როგორც გამოწვევების, ისე გადატრიალების მომწყობთა პირისპირ, რომლებიც, როგორც თავად ამბობენ, პატრიოტები არიან.

ორშაბათს გავრცელდა ნიგერის გადაყენებული პრეზიდენტის პირველი ფოტო ჩადის პრეზიდენტთან ერთად, რომელიც შექმნილ ვითარებაში შუამავლობას ცდილობს. ჯერჯერობით სამხედრო ხუნტა უკან დახევას არ აპირებს. ნიგერის მეზობელი ქვეყნები: ბურკინა-ფასო, მალი და გვინეა ნიგერს მხარდაჭერას ჰპირდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend