მთავარისაქართველოკელი დეგნანი: „არავინ უნდა ელოდოს, რომ სტუმართმოყვარეობით მიიღებენ მას, ვისაც საქართველოს ტერიტორია...

კელი დეგნანი: „არავინ უნდა ელოდოს, რომ სტუმართმოყვარეობით მიიღებენ მას, ვისაც საქართველოს ტერიტორია აქვს ოკუპირებული”

„არავინ უნდა ელოდოს რომ სტუმართმოყვარეობით მიიღებენ მას, ვისაც საქართველოს ტერიტორია აქვს ოკუპირებული“, – განაცხადა კელი დეგნანმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში. მან მედიის წარმომადგენლებთან  რუსი ტურისტების საკრუიზო გემის შემოსვლასთან და ამაზე საზოგადოების მხრიდან პროტესტზე დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს მოქალაქეების რეაქცია იყო.  მისი თქმით გასაკვირი არ არის რომ ქართველები არ მიესალმნენ რუსი ტურისტებით სავსე გემის ბათუმში შემოსვლას. კელი დეგნანმა ასევე უპასუხა შეკითხვას, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და განცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს არცერთი თანამშრომელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასარგებლოდ ლობირებაში არ ყოფილა და არ არის ჩართული.

„რეაქცია რუსი ტურისტების საკრუიზო გემის შემოსვლასთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მოქალაქეების რეაქცია. ვფიქრობ, მათ ძალიან გარკვევით განაცხადეს, როგორც ბათუმში, ასევე სხვაგან, რომ არ მიესალმებიან ამას. ქართველები შესანიშნავი, სტუმართმოყვარე, თბილი მასპინძლები არიან, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ვინმეს უნდა გაუკვირდეს, ვინმე უნდა ელოდოს, რომ სტუმართმოყვარეობით მიიღებენ მას ვისაც საქართველოს ტერიტორია აქვს ოკუპირებული, ვინც შენს ქვეყანაში ოჯახებს ერთმანეთისგან აცალკევებს, ვინც შენს მოქალაქეებს აკავებს. არ მგონია, ვინმეს უნდა უკვირდეს, რომ ბევრი ქართველი არ მიესალმა ამ გემის შემოსვლას.

ჩვენ მკაფიოდ ავღნიშნეთ რომ თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს არცერთი თანამშრომელი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ ლობირებაში არ ყოფილა ჩართული. დოკუმენტებში უბრალოდ იყო ნახსენები ის, რომ საელჩოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა მის საკუთარ მობილურ ტელეფონზე შემომავალ ზარს უპასუხა და სხვა ამის გარდა, არაფერი არ ყოფილა. საკუთარ ტელეფონზე სატელეფონო ზარზე პასუხის გაცემა არანაირად არ ნიშნას რაიმეზე თანხმობის მიცემას, არამედ უბრალოდ საკუთარ ტელეფონზე შემომავალ ზარზე პასუხის გაცემას ნიშნავს. შესაბამისად კიდევ ერთხელ, მკაფიოდ და ნათლად ვიტყვი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს არცერთი თანამშრომელი  არასოდეს არ ყოფილა ჩართული მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ ლობირებაში. წერტილი”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend