მთავარიმსოფლიოავსტრალიაავსტრალიაში 50-მდე ვეშაპს ევთანაზია გაუკეთეს

ავსტრალიაში 50-მდე ვეშაპს ევთანაზია გაუკეთეს

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ვეშაპების გადარჩენის ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა

სამშაბათს დასავლეთ ავსტრალიის სანაპიროზე, 100-მდე ვეშაპი გამოირიყა, რომელთაგანაც 51 დაიღუპა. ველური ბუნების ოფიცრებისა და მოხალისეების დახმარებით, დარჩენილი ვეშაპების ღრმა წყლებში დაბრუნება იგეგმებოდა, მათი გადარჩენის მიზნით. თუმცა ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ოფიცრები ამბობდნენ, რომ ვეშაპები ღრმა წყლიდან კვლავ სანაპიროზე ბრუნდებოდნენ, სწორედ ამიტომ ველური ბუნების ოფიცრებს მოუწიათ ევთანაზიის გადაწყვეტილების მიღება.

„ჩვენ დავინახეთ. რომ ღრმა წყლებიდან ვეშაპები კვლავ ნაპირზე დაბრუნებას იწყებდნენ. მთელი გუნდი ძალიან ვცდილობდით გადაგვერჩინა ისინი, თუმცა ყველა ვიაზრებდით იმას, რომ ზღვის ბინადრები დროის გასვლასთან ერთად, სულ უფრო და უფრო იტანჯებოდნენ“, – მიიჩნევს ვეტერინარი ტეილორ ჰოკინსი.

„წარმოუდგენლად რთული, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო ჩვენს ცხოვრებაში… ჩემი 34 წლიანი კარიერის განმავლობაში. ამ გადაწყვეტილებამდე მისვლა ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა ევთანაზიის გაკეთებაზე თანხმდებოდნენ როგორც ზოოპარკის ვეტერინარები, ასევე კერძო კლინიკების ვეტერინარებიც. ვერავინ გამოსავალს ვერ ხედავდა. ვფიქრობ, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, თუმცა ვეშაპების გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – ამბობს პიტერ ჰარტლი, დასავლეთ ავსტრალიის პარკებისა და ველური ბუნების სამსახური

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend