მთავარისაქართველოუზბეკეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში დასრულდა

უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში დასრულდა

ის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა. მანამდე კი ეკონომიკის მინისტრთან ერთად აბდულა არიპოვმა საქართველოს პორტები, საზღვაო ინფრასტრუქტურა და ამ სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები დაათვალიერა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, აბდულა არიპოვს აჭარაში უმასპინძლა. მათ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

დღესვე, აბდულა არიპოვს და საქართველოში ვიზიტად მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციას ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პორტები, საზღვაო ინფრასტრუქტურა და ამ სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მათ ერთად დაათვალიერეს ფოთის საზღვაო პორტი და აკვატორია სანაპირო დაცვის გემით, ასევე გაეცნენ ბათუმის პორტის ინფრასტრუქტურა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტი დღეს დასრულდა. აბდულა არიპოვი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend