Foodmet-ი ბრიუსელში ყველაზე დიდი დახურული ბაზარია, სადაც ბოსტნეული და ახალი სურსათი იყიდება.
ეს ბაზარი, რომელიც ანდერლეხტში ქალაქის ყველაზე ღარიბ უბანში მდებარეობს, ევროკავშირის თანადაფინანსებით ენერგოეფექტურ შენობად იქცა. ბაზრის ყველა დიდი ღირსშესანიშნაობა არის შენობის სახურავზე გაშენებული ურბანული ფერმა, სადაც ბაზრის შენობის მიერ გამოყოფილ სითბოს ბოსტნეულის მოსაყვანად და თევზის მოსაშენებლად იყენებენ.
ოდრი ბუშე, ბრიუსელის აკვაპონიკური ფერმის BIGH Brussels-ის მენეჯერი:
„ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ პირდაპირ FoodMet-ის თავზე ვართ. FoodMet-ი სურსათის ბაზარია და აქვს უამრავი ცივი ოთახი. ამ ცივ ოთახებში გამოიყოფა სითბო, რომელიც შეგვიძლია, ერთი მხრივ, ჩვენი სათბურისთვის სითბოდ გარდავქმნათ, მეორე მხრივ კი, ამ ენერგიით თევზსაშენის წყალი გავაგრილოთ“.
ბრიუსელის ABATTOIR-ის ბაზარი მეცხრამეტე საუკუნით თარიღდება. 100 ათასზე მეტი ადამიანი მოდის ამ ღია ბაზარზე ყოველ შაბათ-კვირას. 2015 წლის შემდეგ, როდესაც ეს ბაზარი გადახურეს, აქ დაახლოებით ორმოც დახლზე ნებისმიერი სურსათის ყიდვა შეიძლება. მათ შორის მის სახურავზე განთავსებულ კერძო ფერმაში მოწეული პროდუქტისაც. Foodmet-ი მდგრადი ენერგომომარაგების სისტემა აქვს და მთელი მსოფლოს ექსპერტების ყურადღებას იქცევს.
პოლ თილემანსი, ABATTOIR NV-SA-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:
„ამ ბაზარს უამრავი უპირატესობა აქვს: გამოირჩევა, მაგალითად, დასაქმების პირობებით, ბიომრავალფეროვნებით, აქ იყენებენ დაგროვილ წვიმის წყალს, სახურავები მიმზიდველია ურბანული ფერმებისთვის. თუ მას სხვა ქალაქებშიც მიბაძავენ, ამას კერძო ინვესტიციაც დასჭირდება და სახელმწიფო სუბსიდიებიც.“
Foodmet-ის მთლიანი ბიუჯეტი 18 მილიონი ევროა, რომლიდანაც 6 მილიონი ევროპის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში დაფინანსდა, კიდევ მილიონ 400 ათასი ევრო სახურავისა და ტერასების შეკეთებას დასჭირდა.
პილოტური ფერმა სახურავზე 2018 წლიდან მოქმედებს. იქ წელიწადში 200 000 ქოთანი რეჰანი და სხვა არომატული მცენარეები მოჰყავთ, ასევე 20 ტონა ცისარტყელასებრ ორაგულს ზრდიან აკვაპონიკური ტექნოლოგიის საშუალებით: წყალი და თევზის ექსკრემენტები იფილტრება, შემდეგ კი მას ბოსტნეულის ნიადაგის გასანოყიერებლად იყენებენ.
ჟულიენ ვერლუპი, ბრიუსელის აკვაპონიკური ფერმის BIGH Brussels-ის აკვაკულტურის მენეჯერი:
„რადგანაც დახურულ წრეს ვქმნით, წყალი სისტემაში ტრიალებს და აქედან მცენარეებს ზუსტად იმდენი წყალი მიეწდოება, რამდენიც საჭიროა.“
ამ პილოტური ფერმის პროდუქტი FoodMet-ის ბაზარზე კი არ იყიდება, არამედ 20 კილიმეტრის რადიუსში განლაგებულ სუპერმარკეტებსა და რესტორნებს მიეწოდება. მაგალითად, ეს რესტორატორი ყოველდღე მოდის აქ ახალი თევზის შესაძენად, რომელსაც იმავე საღამოს აქვე ახლოს მდებარე საკუთარ რესტორანში მიართმევს კლიენტებს.
„ აქ მოვდივართ ახალი თევზის შესაძენად, რომელსაც იმავე საღამოს მივართმევთ კლიენტს, აქედან სულ რაღაც 300-400 მეტრით დაშორებით ვართ. ეს არის ცისარტყელასებრი ორაგულის შემწვარი ფილე კალმარის რიზოტოსთან ერთად,“ – ამბობს გრეგორი ჰუონი, რესტორან Jardin des Olives-ის მფლობელი და მენეჯერი.
FoodMet-ის ბაზარი თავის ურბანულ ფერმასთან ერთად ერთ-ერთი საუკეთესო ევროპული პროექტია, რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში Regiostars-ის დაჯილდოებაზე იყო წარდგენილი.