საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე რეაქცია მოჰყვა.
შეწყალებაზე კომენტარს აკეთებს აშშ-ის ჰელსინკის კომისია: „ დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ნიკა გვარამია, რომელიც საქართველოს მთავრობამ დევნა და უსამართლოდ დააპატიმრა. გმადლობთ, ქალბატონო პრეზიდენტო, გამბედაობისა და ლიდერობის კიდევ ერთი მაგალითისთვის”, – წერს ჰელსინკის კომისია.
Today, President @Zourabichvili_S pardoned @NikaGvaramia212, who has been hounded and unjustly imprisoned by #Georgia's government. Thank you, Madame President, for yet another example of courage and leadership. https://t.co/M6oIKVo324 pic.twitter.com/fwL1O8U3nO
— Helsinki Commission (@HelsinkiComm) June 22, 2023
ასევე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას მიესალმება ევროპისა და ცენტრალური აზიის საერთაშორისო ორგანიზაცია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი. „მოხარულები ვართ, რომ ნიკა გვარამია შეიწყალეს. ის არასდროს უნდა ყოფილიყო ციხეში და მისი პატიმრობა ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის გაცხადებულ ერთგულებას პრესის თავისუფლებისადმი”.
.@pressfreedom on Thursday welcomed news that journalist Nika Gvaramia @nikagvaramia212 was pardoned by #Georgia’s President @Zourabichvili_S pic.twitter.com/3Oa9mUEEmJ
— CPJ Europe and Central Asia (@CPJ_Eurasia) June 22, 2023
“რეპორტიორები საზღვრებს გარეშეც”, სიხარულს გამოხატავს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ „ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო საზოგადოება ველოდით“, ვკითხულობთ ტვიტერზე.
⚡️#Georgia: President @Zourabichvili_S has just pardoned the director of the opposition channel @MtavariChannel Nika #Gvaramia, in prison since May 2022. RSF welcomes this decision, which has been awaited by the international community. 👇 https://t.co/OGlVgibVe9
— RSF (@RSF_inter) June 22, 2023
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან ევროპაშიც. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აქვეყნებს განცხადებას და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აფასებს. ის მიესალმება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, რადგან მიშელის თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში დეპოლარიზაციისკენ. ასევე ის აქვეყნებს კიდევ ერთ ტვიტს, სადაც მიესალმება საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღაღიბაშვილის დასტურს, რომ არ შეეცდება უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებას. ასევე საქართველოს პარტლამენტის გადაწყვეტილებას, იმასთან დაკავშირებით, რომ არ მიიღებენ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მესამე მოსმენით. “საჭიროა სისტემურ მიდგომაზე ფოკუსირება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად“, – წერს მიშელი. მიშელი განცხადება გამოქვეყნდა ევროპულის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე წარწერით “საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“.
Sincerely welcome President @Zourabichvili_S’s decision to pardon Nika Gvaramia as an essential step towards depolarisation in Georgia. https://t.co/oITnNMGv7D
— Charles Michel (@CharlesMichel) June 22, 2023
Also welcome PM @GharibashviliGe‘s reconfirmation that🇬🇪won’t seek to adopt foreign influence law.
Georgian Parliament's decision to not pass the deoligarchisation law in the 3rd reading is positive. Focus on systemic approach needed as per the Venice Commission's recommendations— Charles Michel (@CharlesMichel) June 22, 2023
კომენტარს აქვეყნებს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი. ის ამბობს, რომ „პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და გამოასწრორა ის უსამართლობა ნიკა გვარამიასადმი, ვისი პატიმრობაც სამართლიანობის დაცინვა იყო“.
This is sincerely welcomed news. President Zourabichvili made the right decision and corrected injustice against @NikaGvaramia212 whose imprisonment was mockery of justice. https://t.co/xjuW9qnZ0M
— Miriam M. Lexmann (@MiriamMLex) June 22, 2023
გამოხმაურებები ვრცელდება ადგილობრივი მასშტაბით. მედიის ადვოკატირების კოალიცია წერს, რომ “ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია პრესის თავისუფლებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლების – გამოხატვის თავისუფლების – დასაცავად, და პოზიტიურ როლს შეასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე”.
კომენატრებს აქვეყნებენ ოპოზიციონერები. “დიდი ხანია, რაც ესე არაფერი გამხარებია”, წერს სალომე სამადაშვილი. “ყველაზე დიდი ნაბიჯი ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის გადადგა საქართველოს პრეზიდენტმა”, – აღნიშნავს ხატია დეკანოიძე.
ასევე სტატუსებს აქვეყნებენ საქართველოს ყოფილი და მოქმედი სახალხო დამცველები. “სწორი გადაწყვეტება! ქვეყნის ინტერესები უპირველესია!“, – წერს ნინო ლომჯარია.
“დღეს უფრო ახლოს ვართ ევროპასთან”, – აღნიშნავს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.
კრიტიკულად ეხმაურება სალომე ზურაბშვილის გადაწყვეტილებას “ქართული ოცნების” დეპუტატია გია ვოლკსი. მან ტელეკომპანია “იმედთან” საუბრის დროს თქვა, რომ “პრეზიდენტის გადაწყვეტილება ხალხში უსამართლობის განცდას გააჩენს და “საკმაოდ ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე.”