მთავარისაქართველოევროკომისია საქართველოს შესახებ ზეპირ მოხსენებას წარადგენს

ევროკომისია საქართველოს შესახებ ზეპირ მოხსენებას წარადგენს

ევროკომისია ამ კვირაში წარადგენს შუალედურ ანგარიშს იმის შესახებ, თუ რა პროგრესს მიაღწიეს საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ რეკომენდაციების შესრულების ნაწილში. პროცედურის თანახმად ეს იქნება ზეპირი და მოკლე მოხსენება, სადაც ისაუბრებენ ქვეყნების მიერ შესრულებულ და შეუსრულებელ პირობებზე ევროკავშირში გაწევრების გზაზე, რაც იქნება ასოცირებული ტრიოსთვის ერთგვარი ინდიკატორი რა მიმართულებით სჭირდებათ მეტი ძალისხმების გაწევა, იმისათვის, რომ ევროკავშირმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღონ.

გამოცემა „ეურაქტივი“ (euractiv) ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს 12-დან სრულად შესრულებული აქვს სამი რეკომენდაცია. დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა, გენდერული თანასწორობის გაძლიერება და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება.

ამავე წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია წერს, რომ თბილისს შესთავაზებენ კონცენტრირდეს პოლიტიკურ დეპოლარიზაციაზე, სასამართლო რეფორმაზე, დეოლიგარქიზაციის მიმართ უფრო სისტემურ, ვიდრე ინდივიდუალურ მიდგომაზე და მედიის თავისუფლებაზე.

ამ ნაწილში ხაზგასმულია,  რომ საჭიროა ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა, ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მფლობელების უფლებების დაცვის დონის ამაღლება და მაუწყებლობის შესახებ კანონის ცვლილება.

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ასოცირებული ტრიოს ორმა წევრმა, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ევროკავშირში გაწევრების კანდიდატის სტატუსი, საქართველომ კი ევროპული პერსპექტივა. ერთი წლის თავზე ევროკომისია შეაფასებს ამ ორი ქვეყნის პროგრესსაც რეკომენდაციების შესრულების ნაწილში. ამაზე იქნება დამოკიდებული დაიყებენ თუ არა უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებს.

ეურაქტივი ასევე სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ მომენტისთვის უკრაინას სრულად აქვს შესრულებული შვიდიდან ორი რეკომეენდაცია, მოლდოვას კი სრულად აქვს შესრულებული ცხრიდან სამი პირობა.

ევროკომისიის შუალედური ანგარიში, რომელიც მოიცავს ზეპირ და არა წერილობით ანგარიშს, იქნება პირველი ინდიკატორი იმისა, რა მიმართულებით უნდა გააძლიეროს ძალისხმევა სამმა ქვეყანამ, ვიდრე ევროკომისია შემოდგომაზე უფრო დეტალურ, წერილობით ანგარიშს გამოაქვეყნებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend