პერუელმა არქეოლოგებმა ლიმას გარეუბანში უძველესი მუმია აღმოაჩინეს.
არქეოლოგი და რიმაკის მუნიციპალიტეტის ისტორიული და კულტურული ცენტრის მენეჯერი მიგელ აგილარი ამბობს, რომ მუმია დაახლოებით 3000 წლისაა. აგილარმა დაადასტურა, რომ მუმია ყველა რიტუალის დაცვით არის დაკრძალული.
არქეოლოგები წლის დასაწყისიდან ატარებენ გათხრებს, მათ თითქმის 8 ტონამდე ნაგავი ამოიღეს, ფეხბურთის გუნდის მოედნის გვერდით, რომელიც გორაკის მწვერვალს ფარავდა.
,,აღმოვაჩინეთ ზრდასრული ადამიანის სამარხი, რომელიც დაახლოებით 20-დან 40 წლამდე ასაკის იქნებოდა. ნეშთი მოთავსებული იყო სპეციალურად აშენებულ ქვის სამარხში.“-ამბობს არქეოლოგი, მიგელ აგილარი.
ბორცვი, რომელსაც ტალახის კედლის უძველესი ნაშთები აქვს, განსაკუთრებული ადგილი იყო ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხისთვის, მას ჰუაკას უწოდებდნენ. სიტყვა ჰუაკა კეჩუას ენიდან ითარგმნება, როგორც წმინდა ადგილი.
პერუს კულტურის სამინისტროს ცნობით, ლიმაში 400-ზე მეტი იასეთი ჰუაკაა.