მთავარისაქართველოკომპანიები, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში ოპერირებენ, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ - აშშ-ის...

კომპანიები, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში ოპერირებენ, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ  კომპანიები, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში ოპერირებენ, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. მისივე თქმით, ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების დრო არ არის.

ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ეს „ქართული ოცნებისთვის“ კიდევ ერთი გაფრთხილებაა და წითელი ბართი. მათი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, ძალაუფლება ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობის ფასად შეინარჩუნოს.

მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. მათივე განცხადებით, ახლა პარტნიორებმა მთავარი ყურადღება და ძალისხმევა იმისთვის უნდა მიმართონ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი დაყოვნების გარეშე მიიღოს.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე 15 მაისიდან ამოქმედდა.

პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 19 მაისს დაეშვა. ამ გადაწყვეტილებას არაერთხელ გამოეხმაურნენ საერთაშორისო პარტნიორებიც. რუსეთთან პირდაპირი ავიარეისები განახლებას საქართველოში საპროტესტო აქციებიც მოჰყვა.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend