ჩეხეთში უკრაინელების დასახმარებლად სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიება იმართება. ომში მყოფი ქვეყნის დასახმარებად კონცერტს ჩეხურ-უკრაინული ჯგუფი ,,სანფლაუერიც” მართავს.
საქველმოქმედო ღონისძიებას უკრაინიდან გაქცეული მოქალაქეებიც ესწრებიან, ისინი გაწეული დახმარების გამო, ჩეხი ხალხის მიმართ მადლიერებას გამოხატავენ.