მთავარიევროპასერბეთისერბეთში მასობრივი სროლების შემდეგ არალეგალური იარაღის კონფისკაცია დაიწყება

სერბეთში მასობრივი სროლების შემდეგ არალეგალური იარაღის კონფისკაცია დაიწყება

სერბეთში გასულ კვირას მომხდარი მასობრივი სროლის შემდეგ მოსწავლეები სასწავლო პროცესს უბრუნდებიან. მთავრობის გადაწყვეტილებით,  ქვეყნის 1800-ვე სკოლაში პოლიციელები განთავსდებიან.

ბოლო ინფორმაციით, სკოლების შიგნით და გარეთ 2000-მდე პოლიციელი განახორციელებს პატრულირებას. პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ასევე მოითხოვს, ქვეყანაში 90 პროცენტით შემცირდეს იარაღის გამოყენება და გავრცელება.

მიღებული ზომების მიხედვით,  ქვეყანაში უკვე ხვალიდან დაიწყებენ არალეგალური იარაღის კონფისკაციას. მოქალაქეებს ეძლევათ ერთი თვე, რომ ჩააბარონ არალეგალური საბრძოლო მასალა და იარაღი. ქვეყნის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ  არავინ ჰკითხავს მოქალაქეებს, თუ საიდან აქვთ ეს იარაღი. მათ უბრალოდ უნდა ჩააბარონ ის შესაბამის უწყებებს.

მოსახლეობა კვლავ გამოხატავს   უკმაყოფილებას მთავრობის მიმართ მას შემდეგ, რაც 13 წლის მოზარდმა თავის თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა,  20 წლის ახალგაზრდამ კი მანქანიდან ისროლა. მოქალაქეები მინისტრების გადადგომასა და იმ სახელმწიფო მედიასაშუალებების დახურვას მოითხოვენ, რომლებიც ხშირად ძალადობას ახალისებენ ეთერში სამხედრო დამნაშავეების მოწვევით.

ერთ-ერთ მოქალაქეს მიაჩნია,  რომ აუცილებელია სისტემის ხელახლა, ნულიდან აწყობა, მათ შორის საგანმანათლებლო სისტემისა.  იგი ორი შვილის დედაა და სურს, რომ მისმა შვილებმა უკეთეს დროსა და პირობებში იცხოვრონ.

პენსიონერი რადოვან ბოჟიჩიჩი ამბობს, რომ ეს სიტუაცია სისტემის მიერ არის შექმნილი, განსაკუთრებით კი პირველი პირისა, რომელიც სერბეთის ტრაგედიის მთავარი ინიციატორია.

სერბეთის მოსახლეობა იარაღის ფლობის მაჩვენებლით ევროპაში პირველ ადგილზეა. სტატისტიკური მონაცემებით, ყოველი 100 მოქალაქიდან 39-ს ცეცხლსასროლი იარაღი აქვს.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend