მთავარიკუბიევგენი პრიგოჟინის თქმით, „ვაგნერი“ ბრძოლის გასაგრძელებლად იარაღს მიიღებს

ევგენი პრიგოჟინის თქმით, „ვაგნერი“ ბრძოლის გასაგრძელებლად იარაღს მიიღებს

დაქირავებულ მებრძოლთა დაჯგუფება “ვაგნერის” შემქმნელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მიიღეს საბრძოლო ბრძანება, რომლის მიხედვითაც დაჯგუფებას საკმარისი რაოდენობის საბრძოლო მასალები და იარაღი გადაეცემა.

მისი თქმით, “ვაგნერსა” და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის შუამავალი გენერალი სერგეი სუროვიკი იქნება. 5 მაისს ევგენი პრიგოჟინმა ჩაწერა ვიდეო, სადაც შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს, რომელიც მისი თქმით არ გადასცემდა ვაგნერს საბრძოლო მასალებს.

მანამდე “ვაგნერის” ლიდერმა რუსეთის გენერალიტეტს ულტიმატუმი წაუყენა, რომ 10 მაისს ბახმუტს დატოვებდა, თუ შესაბამის დახმარებას არ მიიღებდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend