მთავარიკუბიხელოვნური ინტელექტის „ნათლიამ" Google-ი დატოვა

ხელოვნური ინტელექტის „ნათლიამ” Google-ი დატოვა

ჯეფრი ჰინტონმა, რომელსაც მედიაში ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ხელოვნური ინტელექტის “ნათლიად”, კომპანია Google-ში თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან გამოცემა “ნიუ იორკ თაიმსთან” ისაუბრა და ასევე გამოაქვეყნა პოსტი ოფიციალურ ტვიტერზე, სადაც ხაზი გაუსვა იმას, რომ კომპანიიდან წამოსვლის მიზეზი არის ის, რომ მას ღიად სურს ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე საუბარი.

ჰინტონის საქმიანობამ ნეირონულ ქსელებთან ხელი შეუწყო შექმნილიყო ხელოვნური ინტელექტის სისტემები, რომლებიც დღეს მრავალ თანამედროვე ტექნოლოგიაში მუშაობს. კომპანია Google-ში ჰინტონს გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდიან და აღნიშნავენ, რომ კომპანია ყველანაირად ცდილობს, პასუხისმგებლობით მოეკიდოს ხელოვნური ინტელექტის განვითარების სფეროს და გაითვალისწინოს ყველა რისკი.

ჰინტონის მიერ Google-ის დატოვება ემთხვევა პოლიტიკოსების, უფლებადამცველების, ბიზნესმენებისა და მეცნიერების არაერთ ღია განცხადებასა და წერილს, რომლებიც გამოქვეყნდა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით.

განსაკუთრებული შეშფოთება გამოითქვა ჩატბოტების პოპულარიზების შემდეგ, კონკრეტულად კი Chatgpt-ის გამოჩენის შემდეგ გასული წლის ბოლოს.

ჩატბოტმა დააჩქარა სხვა ტექნოლოგიური კომპანიები, წარმოაჩინონ თავიანთი ჩატბოტები.

Open AI, Microsoft და Google-ი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიებია, რომლებიც მუშაობენ ხელოვნურ ინტელექტზე.

ჰინტონი იზიარებს მოსაზრებას, რომ ხელოვნურ ინტელექტს პოტენციურად შეუძლია ადამიანებს წაართვას სამუშაო ადგილები და შექმნას სამყარო, სადაც ძალიან ბევრისთვის გაურკვეველი იქნება, „რა არის სიმართლე “.

ჰინტონის თქმით, ხელოვნურ ინტელექტს აქვს უამრავი დადებითი მხარე, მაგალითად, მას შეუძლია, ბევრად გააუმჯობესოს ჯანდაცვის სფერო, თუმცა, ამავდროულად, შესაძლებლობა აქვს განავითაროს ლეტალური იარაღი.

მეცნიერი ასევე ერთ-ერთ საფრთხედ ასახელებს “უარყოფით აქტორებს”, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი საზოგადოებისთვის საზიანოდ.

BBC-სთან საუბარში ის ახსენებს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს.

“წარმოიდგინეთ, მაგალითად, ცუდმა აქტორმა, როგორიცაა ვლადიმერ პუტინი, გადაწყვიტოს, რომ რობოტებს მიეცეთ შესაძლებლობა, შექმნან საკუთარი ქვემიზნები. შეიძლება ეს ქვემიზანი იყოს ისეთი,  როგორიცაა – მე მჭირდება მეტი ძალაუფლება”, – აღნიშნავს ჯეფრი ჰინტონი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend