კატარი ნამდვილად არის ის ადგილი, რომელსაც მძაფრი განცდების მოყვარულნი ეძებენ, რათა საკუთარი გამძლეობა გამოსცადონ და ბუნების ძალებს შეეჭიდონ, ან უბრალოდ დიდი შთაბეჭდილებები მიიღონ.
კატარის ტრასა FIA Middle East Rally Championship 2023-ის მეორე გაჩერებაა. ასე იყო გასულ წელსაც. ეს ჩემპიონატი ექვსი ნაწილისგან შედგება. ადგილობრივი ორგანიზატორები ამბობენ, რომ რბოლის წრე მცირედით შეასწორეს. ამით მარშრუტი უფრო კომპაქტური გახდა. მათი თქმით, ის რეგიონში უკვე ერთ-ერთი საუკეთესო რბოლაა.
„ტრასა ძირითადად ხრეშის, ქვიშის, კლდიანი და ქვიანი ნაწილებისაგნ შედგება, კატარში არასოდეს იცი, რა გელის წინ,“ – ამბობს სტენლი და სილვა, Qatar Motor & Motorcycle Federation-ის მთავარი ინსპექტორი.
სწორედ ამიტომ მსოფლიო მოტოსპორტის მმართველი ფედერაცია ირწმუნება, რომ ყველა რბოლა უსაფრთხოდ და დიდი პასუხისმგებლობით ჩატარდება.
„ჩვენ ვამოწმებთ ავტომობილს და პასუხისმგებელი ვართ, რომ რბოლაში მონაწილეობის უფლება ავტომობილმა მხოლოდ უსაფრთხოების აუცილებელი ნორმების შემოწმების შემდეგ მიიღოს,“ – განმარტავს სტენლი და სილვა.
„ავტომობილი შესაძლოა უვნებელი დაბრუნდეს, მაგრამ შესაძლოა ნაწილებად დაშლილი მოიტანონ. აი, ამასთან გვაქვს საქმე,“ – ამბობს რაივის კუჩერსი, Sports Racing Technologies (SRT) -ის მექანიკოსი. SRT-ის პროფესიონალი მრბოლელების გუნდმა მეორე და მესამე აგდილები აირეს კატარის წლევანდელ ჩემპიონატზე.
მექანიკოსის საქმეა ავტომობილის დეტალურად დათვალიერება, სანამ მას კომისია შეამოწმებს. კუჩერსის გუნდის დანარჩენი წევრები ავტომობილს საბოლოო შტრიხებს ამატებენ – აკრავენ სტიკერებს, ასუფთავებენ და რბოლამდე კიდევ ერთხელ ამოწმებენ მის უსაფრთხოებას.
„მათი საბოლოო ამოცანაა, დარწმუნდნენ, რომ უსაფრთხოების საზომი ხელსაწყოები მწყობრშია, რომ გამართულია სკამები და უსაფრთხოების ღვედები, საწვავის ავზი, ცეცხლმაქრები, რომ ავტომობილები უსაფრთხოა და შეუძლიათ რბოლა,“ – განმარტავს კარმო უუსმა, FIA-ის (ავტომობილის საერთაშორისო ფედერაცია) ტექნიკური დელეგატი. „რბოლა ჩვეულებრივ ტრასაზე საჭის მართვა არ არის, როდესაც გზატკეცილზე საათში 60 კილომეტრის სიჩქარით მიდიხარ. ზოგჯერ ისეთ ადგილზე გიწევს რბოლა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შესაძლოა, რაღაც მიზეზმა უბედურ შემთხვევამდე მიგიყვანოს. ამიტომ უსაფრთხოების მიზანი ის არის, ასეთ შემთხვევაში მძღოლიც და თანაშემწეც უვნებლად გადარჩნენ“.
ეს რბოლა 1970 წლიდან ტარდება, მაგრამ როგორც SRT-ის გუნდი მენეჯერი არტურს პრიედნიექსი ამბობს, ინტერესი ამ რბოლის მიმართ ბოლო წლებში გაიზარდა.
„პირველ წელს სულ სამი ავტომობილი გვყავდა. გასულ წელს ოთხი და წელს კი – უკვე ექვსი. ასე რომ, ვიზრდებით თანდათან ამ რეგიონში და ვთვლი, რომ კატარის მოტოსპორტის ფედერაცია ძალიან უწყობს ხელს რბოლისა და სპორტის განვითარებას ამ რეგიონში. მისი მასშტაბი ნამდვილად იზრდება,“ – ამბოსბ იგი. „კატარის არენა უკიდურსად არაერთგავროვანია. იგი ძალიან რთულია, ამიტომ მისთვის განსაკუთრებულად უნდა მოვამზადოთ ავტომობილები. ზოგან გზა ძალიან სახიფათოა. ამიტომ ეს ძალიან საინტერესო რბოლაა, მაგრამ მძღოლები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ და მანქანებიც უზადოდ უნდა იყოს გამართული“.
მტვერი რომ გაიფანტა, აღმოჩნდა, რომ ფინიშთან პირველი ისევ კატარელი ნასერ ალ-ატიას სპორტული ავტომობილი მივიდა. ამ პილოტმა კატარის რბოლაზე უკვე მეჩვიდმეტედ გაიმარჯვა.
კაიტსერფინგის ყურე
კატარის წყლის აკვატორიაში შესანიშნავი პირობებეია კაიტსერფინგითვის. სპროტის ეს სახეობა, რომელიც სპროტსმენისგან მოითხოვს ზღვის ზემოთ ჰაერში სწრაფად ხტუნვას, ტრიალსა და ბზრიალს. კატარში სპროტის ამ სახეობის მიმართაც გაიზრადა ინტერესი.
„კატარის სახელმწიფო საოცარი ადგილია კაიტსერფინგისთვის,“ – ამბობს რაშიდ ალმანსური, Saltykites-ის ხელმძღვანელი, კაიტსერფინგისტი და მწვრთნელი. „ეს ნახევარკუნძულია, ამიტომ ქვეყნას ირგვლივ წყალი აკრავს. ჩვენ სხვადასხვა პირობები გვაქვს – არის დაბალი წყალი დამწყებთათვის, არის კარგი ტალღები სრიალის მოყვარულთათვის და გვაქვს დიდი ყურეებიც. ეს შესანიშნავი ადგილია კაიტსერფინგის შესასწავლად, თანაც უსაფრთხო“.
„კაიტსერფინგი ნამდვილად არის ექსტრემალური სპორტი. მაგრამ ის ამავე დროს თითქოს გასეირნებაა. ამას მანქანის მართვას შევადარებდი, რადგან მართვა უსაფრთხოა, არც ქარი წაგიღებს და არც ზედმეტი მოძრაობა გჭირდება. თან ძალიან სწრაფად შეგიძლია რბოლა. კაიტსერფინგიც ასეა. შეგიძლია, დაეუფლო ამ სპორტის ხელოვნებას, არემარეს შემოუარო, იმოგზაურო სხვადასხვა მიმართულებით და კაიტსერფინგის საშუალებით ნახო მსოფლიო. შეგიძლია, ფრისტაილისა და დიდ საჰაერო შეჯიბრებებშიც მიიღო მონაწილეობა. შენზეა დამოკიდებული, რისი მიღწევა გსურს კაიტსერფინგში, შენზეა დამოკიდებული, რომ იყო ბუნებაში, ქარს მიენდო, ეს საოცარი რამ არის, რომ შეგიძლია ბუნებით დატკბე, ქარის დახმარებით იდგე წყალზე, იხტუნო, ილეთები გააკეთო. კაიტსერფინგი საოცარი სპორტია, რომელიც ბუნებით ტკბობის საშუალებას გაძლევს“.
რაშიდ ალმანსური კატარის სახელით გამოვიდა GKA Kite World Tour-ზე, რომელიც ფუვაირიტ კაიტის Fuwairit Kite Beach სანაპიროზე ჩატარდა. როგორც მან „ევრონიუსს“ განუცხადა, მსოფლიო დონის ჩემპიონებისგან უამრავი რამ ისწავლა და სურს, რომ ერთ დღესაც მათ რიგებში ჩადგეს.
„ეს სასიამოვნო იყო, რომ საკუთარ ქვეყანაში ვიასპარეზე და ამ შეჯიბრებაში კატარის ერთადერთი წარმომადგენელი ვიყავი. „მსოფლიო ტური“ The GKA World Tour ის ჩემპიონატია, რომელშიც მთელი მსოფლიოს ჩემპიონები იღებენ მონაწილეობას. საოცარი გამოცდილება მივიღე. უამრავი რამ ვისწავლე მსოფლიო დონის ჩემპიონებისგან და ვისურვებდი, რომ ერთ დღესაც მათ დონეს მივაღწიო და მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი კაიტსერფინგისტი ვიყო,“ – ამბობსა რაშიდ ალმანსური.
ელ-უდაიდის უდაბნოს მაართონი
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გამძლეობის მარათონები სულ უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში. აქ, კატარში, ამ მარათონის ორგანიზატორები ახალ სიმაღლეზე ავიდნენ.
კატარის ელ-უდაიდის უდაბნო Al Adaid Desert Challenge-ის სასტარტო პუნქტია. ეს მარათონი კატარის გაუვალ გზებზე რბოლის კალენდარზე ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა.
ეს მარათონი, რომელსაც კატარის ველოსიპედისტების ცენტრი აწყობს, უდაბნოს 40-კილომეტრიან ტრასაზე მიმდინარეობს – უნდა გადაილახოს ქვიშის რვა დიუნი, ასევე ქვიშისა და ხრეშის ნარევი ზოლი ნებისმიერ ამინდში.
მარათონის მონაწილეებს შეუძლიათ ეს გზა ველოსიპედით გაიარონ, ან ფეხით გაირბინონ, ან ორივე მეთოდს მიმართონ. მთავარია, ეს მარშრუტი ნებისმიერ ამინდში გადალახონ – მზესა თუ წვიმაში – და საკუთარ თავს ფსიქოლოგიური ბრძოლა მოუგონ. გამარჯვება კი ტკბილია, ისევე, როგორც დიდი მიღწევით ტკბობა.
„პირველი დიუნი არც ისე რთული იყო, მეორეზე იძულებული გავხდი, გავჩერებულიყავი და ფეხსაცმელი დამებერტყა, რადგან ქვიშით გაივსო. გადავწყვიტე, მსუბუქად მერბინა, მერე კი უბრალოდ მევლო დიუნებში,“ – ამბობს ვიკი ალანი, მარათონის მონაწილე. „და სანამ მესამე დიუნს მივაღწევდი, ვიფიქრე, რომ უკვე უკეთ ვიყავი და სირბილი გავაგრძელე. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მომეწონა“.
ეს სიტყვები ელ-უდაიდის უდაბნოს გარბენის ორგანიზატორებისთვის გამარჯვების ტოლფასია. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მარათონში დებიუტანტი მონაწილეების რიცხვი მოიმატებს და რომ ისინი შემდგომ გარბენშიც მოისურვებენ მონაწილეობას.
„კატარი გამორჩეულია სპორტის ისეთ სახეობებში, როგორებიცაა ველოსიპედი, ცურვა, ფეხბურთი თუ სხვა ნებისმიერი,“ – ამბობს ჰამად ალ-ჯააიდი, კატარელი ველოსიპედისტი, მწვრთნელი და სპორტსმენი. „ამ შეჯიბრებას იმიტომ ვატარებთ, რომ მასში ყველა ეროვნების წარმომადგენელმა მიიღოს მონაწილეობა. ამ გარბენის შემდეგ გაგვიჩნდა დიდებული განცდა, რადგან ჩვენ, როგორც ორგანიზატორები, ვხედავთ, რომ მარათონში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულები მონაწილეობენ და ეცნობიან კატარის ტრასას. გადიან მას როგორც ფეხით, ისე ველოსპიედით”.
ელ-უდაიდის უდაბნოს მარათონი თანდათან უფრო პოპულარული ხდება როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ისე ველოსიპედისტებისთვის და წამყვანი საერთაშორისო მარათონების რიგში დგება.
ავტორი: ლაილა ჰუმაირა