მთავარიკუბიექსპერტები ხელოვნური ინტელექტის განვითარების შეჩერებას ითხოვენ

ექსპერტები ხელოვნური ინტელექტის განვითარების შეჩერებას ითხოვენ

არაკომერციული კვლევითი ცენტრის Future of Life-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ღია წერილი, რომელსაც ხელს აწერს ათასზე მეტი მეწარმე და ტექნოლოგიების სპეციალისტი, მათ შორის არიან Twitter-ის მფლობელი ილონ მასკი და კომპანია Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ვოზნიაკი.

ისინი სთავაზობენ საზოგადოებას შეჩერდეს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარების ინდუსტრია, ვიდრე არ შეიქმნება უსაფრთხოების შესაბამისი წესები.

წერილში სპეციალისტები დეტალურად განიხილავენ იმ რისკებს, რომელთა წინაშეც მათი თქმით, კაცობრიობა შეიძლება დადგეს.

ავტორების აზრით, ხელოვნური ინტელექტის სისტემებს დროსთან ერთად შეეძლებათ კონკურენცია გაუწიონ ადამიანებს, რასაც ექსპერტების შეფასებით, აუცილებლად მოჰყვება ეკონომიკური და პოლიტიკური აფეთქებები.

წერილამდე ორი კვირით ადრე, ამერიკულმა კვლევითმა ლაბორატორიამ Open AI-მ გააჟღერა ახალი, ყველაზე განვითარებული ჩატბოტის Chatgpt 4-ის შექმნის შესახებ, რომელსაც უკვე შეუძლია კითხვაზე პასუხი სურათების გამოყენებით გასცეს. წერილის ერთ-ერთი საკითხი, სწორედ Chatgpt-ია.

ხელმომწერები ფიქრობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის დასარეგულირებლად პროტოკოლების ამუშავებას დასჭირდება 6 თვე, ამავდროულად ექსპერტები მოუწოდებენ ქვეყნის მთავრობებს,  ჩაერიონ საქმეში იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კერძო კომპანია დაარღვევს მორატორიუმს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend